ოლიმპის მორიგი გამარჯვება

ოლიმპის მორიგი გამარჯვება

გუშინ ქუთაისში დაწყებული საკალათბურთო სუპერლიგის მე-8
ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. სუპერლიგის მე-8 ტურის რიგით მეორე
მატჩში დებიუტანტმა ,,ოლიმპმა” ,,ბათუმს” უმასპინძლა” და მეტოქეს 82:74 სძლია.

 შეხვედრის პირველი
ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მეორე პერიოდის დასრულებამდე
4:38 წუთით ადრე ოლიმპელები 34:26 გავიდნენ წინ და ამის შემდეგ მეტოქისთვის შანსი აღარ
დაუტოვებიათ. პირველი ტაიმი ოლიმპელებმა  დამაჯერებლად,
 46:32 მოიგეს, ხოლო მესამე მეოთხედის მიწურულს
ოლიმპელები დიდი ანგარიშით დაწინაურდნენ – 63:48 .

მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე მასპინძლებმა 14-ქულიანი
უპირატესობა მოიპოვეს – 64:50, ხოლო დასკვნითი ათწუთეულის დასრულებამდე 3:51 წუთით ადრე
18 ქულამდე გაზარდეს სხვაობა -80:62. საინტერესოა, რომ ამ მომენტისთვის ბათუმელმა ნიკა
რამიშვილმა საკუთარი მოედნიდან ისროლა ბურთი და მეტოქის კალათში 3-ქულიანი მოათავსა.
,,ზღვისპირელები” გააქტიურდნენ და სხვაობა 10-ქულამდე შეამცირეს – 72:82, თუმცა ამასობაში
მატჩის  ძირითადი დრო ამოიწურა, ოლიმპელებმა
კი დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმეს – 82:74.

 ,,ოლიმპის”
შემადენლობაში 13 ქულით საუკეთესო ტატო თავართქილაძე იყო, ხოლო 10 ქულითა და ამდენივე
მოხსნით ორმაგი დუბლი ივო ჰოგერმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ამ  მატჩში ითამაშა აქამდე ტრავმირებულმა ნიკოლა ტუტუსმა,
რომელმაც საკმაოდ დიდხნიანი შესვენების შემდეგ საკუთარ გუნდს 7 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.

 რაც შეეხება
,,რსუ-ბათუმს”, ზღვისპირელებს ლაშა კეშელავამ ულიდერა, რომლიც 22 ქულითა და 11 მოხსნით
ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

 შეგახსენებთ,
რომ სუპერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში ამ
წუთებში იწყება ერთმანეთს სოხუმი – შსს  დაუპირისპირდებიან.