შედეგები გალერეასუპერლიგაში დასაჩენად მებრძოლი გუნდებისთვის გადამწყვეტი
მატჩების დრო დადგა. დღეს ოლიმპიურმა სასახლემ 2 შეხვედრას უმასპინძლა, რომელთგან პირველში
„სოხუმი“ და „მგზავრები“ შეხვდნენ.
სოხუმელებს სუპერლიგაში დარჩენა გარანტირებული აქვთ და
მათთვის „მგზავრებთნ“ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამასთან, „სოხუმმა“ მთავარი
მწვრთნელის – ვიტალი ჩერნის გარეშე ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა კიდეც,
მაგრამ მეორეში „მგზავრების“ მოთამაშეებმა იძალეს, ბოლოსწინა პერიოდი 33:13 მოიგეს
და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს – 102:87.
მეორე მატჩში „ოლიმპმა“ „ბათუმს“ უმასპინძლა და მე-8
წუთისთვის 17 ქულით – 10:27 აგებდა, მაგრამ თბილისელებმა ჯერ ჩამორჩნა შეამცირეს, ხოლო
დასკვნით პერიოდში გამოჩნილი დიდი შედეგიანობით ჰაერივით საჭირო გამარჯვებაც გაიფორმეს.
დასკვნითი ათწუთულის წინ „ოლიმპი“ 5 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ბოლო მეოთხედი 33:8
(!) მოიგო და სათავისო ანგარიში – 95:76 დააფიქსირა.
ოლიმპელებს 24 ქულით გეგი ბაქრაძემ ულიდერა. 20 ქულა
და 15 მოხსნა მიითალა ტრე ბურნეთმა, ხოლო რევაზ როგავას ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.
აღსანიშნავია ირაკლი მიქელაძის 11 შედეგიანი გადაცემა, რასაც ოლიმპელთა გამთამაშებელმა 7 ქულა მოაყოლა. “ბათუმში“ 22 ქულით
საუკეთესო იყო ილია შემოსიუკი, კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.
დარჩენილია სამი შეხვედრა, რომელმაც საბოლოოდ უნდა გაარკვიოს
ის გუნდი, რომელიც სუპერლიგას დატოვებს.
მგზავრები – სოხუმი 102:87
ოლიმპი – ბათუმი 95:76