სუპერლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და ბრძოლა უკიდურესად გამძაფრდა. ეს დღეს, მე-13 ტურის თბილისურმა მატჩებმაც გამოაჩინა. “ოლიმპისა” და “დელტას” მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომელიც დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილ ოლიმპელთა გამარჯვებით – 77:72 დასრულდა.
პირველი პერიოდის შემდეგ “ოლიმპი” 10 ქულით – 19:9 იგებდა. მეორე მეოთხედში დელტელებმა თამაში გაათანაბრეს და ფრედ დასრულებული პერიოდის შემდეგ დიდი შესვენებისთვის კვლავ 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 42:33.
მესამე ათწუთეულში “დელტამ” ამერიკელი ერიქ ნოთიჯისა და ქართველების – ბექა ბექაურისა და გეგი ბაქრაძის შედეგიანობით შეტევაში საქმე გამოაკეთა და დასკვნითი პერიოდის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.
დელტელებმა შემდეგაც გააგრძელეს მეტიქეზე ზეწოლა და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გაედატეხა მოახდინეს. 4 ქულით ჩამორჩენებმა გაქცევა მოაწყვეს და 4 ქულით დაწინარდნენ – 68:64. აქ კი მთელი თამაშის მანძილზე მოლიდერე ოლიმპელებს წაგების რეალური საფრთხე დაემუქრათ.
დასკვნით 3 წუთში ჯაკობოვის გუნდმა მობილიზება შეძლო. მარკ ოგდენის ლიდერობითა და გუნდური თამაშის წყალობით “ოლიმპმა” შესანიშნავად ჩაატარა ბოლო წუთები და საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
23 ქულით ოლიმპელებს მარკ ოგდენმა ულიდერა. 14 ქულა ჩარლზ ბენეტმა მოაგროვა, რევაზ როგავასა და რეჯი ბეიკერის ანგარიშზე 12-12 ქულა დაგროვდა. “დელტაში” 19 ქულით ერიკ ნოთიჯი გამოირჩა. 13 ქულა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა.