დასრულდა სუპერლიგის მე-9 ტურის
ცენტრალური მატჩი ,,ოლიმპსა“ და ,,დინამოს“ შორის, სადაც ,,ოლიმპმა“მეტოქე იოლად
92:54 დაამარცხა.
შეხვედრა თავიდანვე ოლიმპელთა სასარგებლოდ დაიწყო, რომლებმაც
პირველ ტაიმში 11 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის პირველ ნახევარში 44:35 იმარჯვეს.
მესამე მეოთხედში დებიუტანტები კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და მეოთხედის დასრულებამდე
43.4 წამით ადრე 30 ქულიან უპირატესობას უწიეს
– 73:43. დასკვნით მეოთხედში ,,ოლიმპმა“ მეტოქეს პრაქტიკულად შანსიც არ დაუტოვა და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:25 წუთით
ადრე ანგარიშში დიდი სხვაობა – 87:52 დააფიქსირა. დინამოელებმა მოწინააღმდეგესთან პრაქტიკულად ვერაფერი
გააწყეს და მარცხი განიცადეს.
,,ოლიმპის“
შემადგენლიბაში 24 ქულით საუკეთესო გიორგი გამყრელიძე იყო, ხოლო მის თანაგუნდელს, საქართველოს
ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ გამთამაშებელს გიორგი ცინცაძეს, რომელსაც დღეს სუპერლიგაში
დებიუტი ჰქონდა, 11 ქულითა და 9 შედეგიანი
გადაცემით ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. ,,დინამოს“ მხრიდან ყველაზე
მეტი 20 ქულა კი დუდა სანაძემ მიითვალა.
მატჩისშემდგომ
გამართულ პრესკონფერენციას ,,ოლიმპის“ მხრიდან მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი და
მოთამაშე გიორგი ცინცაძე დაესწრნენ, ხოლო დინამოს გუნდიდან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან
კომენტარი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მამაუკა აბრამიძემ და მოთამაშე სოსო
ლეჟავამ გააკეთეს.
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): მინდა
ჩემს გუნდს ასეთი ბრწყინვალე თამაშისთვის დიდი
მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით კი მეორე ნახევარში. ბიჭებმა დაცვაში აბსოლუტურად
ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს და შემიძლია
ვთქვა რომ ასეთი დაცვა წელს ჩვენ ჯერ არ გვითამაშია. შეტევაშიც კარგად გავისარჯეთ და
სწორედ ამის წყალობით ვიმარჯვეთ… რაც შეეხებათ
მოთამაშეებს, ტოდოროვიჩზე დიდ იმედებს ვამყარებთ, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ამართლებს. ცინცაძე კი კიდევ უკეთესს ფორმაში შევა.
გუნდში მოთამაშის დამატების მხრივ ჩვენ განვიხილავთ
ვოვა ბოისას საკითხს, რომელიც აღდგომის დღესასწაულამდე გადაწყდება. განაცხადში შეყვანის
ბოლო ვადა 30 აპრილია და ამიტომ ჯერ საკმარისი დრო გვაქვს ამისთვის.
მამუკა აბრამიძე
(დინამოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): მივულოცავ ,,ოლიმპს“ ამ გამარჯვებას, რომელიც
ძლიერი გუნდია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც
დღეს საბოლოო ანგარიშმა დააფიქსირა. ვეთანხები ჩემს კოლეგას, რომ თავდასხმაში არაფერი
გამოგვივიდა. ეს მეტოქის შესანიშნავი დაცვის დამსახურებაა.
რაც შეეხება ცინცაძის თამაშს, მივულოცავ გიორგის დღევანდელ დებიუტს. ,დინამომ“ იცოდა რომ
მოედანზე გიორგი იდგებოდა და ამას ჩვენს გუნდზე
არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ტრამვის კვალობაზე ცინცაძე ძალიან კარგად გამოიყურებოდა
და ისევე ბრწყინვალედ ითამაშა, როგორც მას
სჩვევია.
გიორგი ცინცაძე: ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მართლაც კარგად ითამაშეს ბიჭებმა, რომლებიც ბოლომდე
დაიხარჯნენ მოედანზე და ვისიამოვნე ამ გამარჯვებით. დღეს ჩემი დებიუტი შედგა და კმაყოფილი
ვარ მატჩით. ფიზიკური კონდიციების 90 პროცენტით მზად ვარ, უბრალოდ სათამაშო გამოცდილება
მაკლია, რაც ალბათ ლოგიკურია. რა შეეხება სუპერლიგას, აქ ძალიან ადრე, დაახლოებით 10 წლის წინ ვთამაშობდი და ვფიქრობ, რომ
ადრე უფრო მეტი დაძაბულობა იყო, რადგან ჩემპიონატში
ერთი დონის ბევრი კლუბი თამაშობდა და არ იყო ისეთი გამორჩეული გუნდი, როგორც მაგალითად
,,არმია“ . ლეგიონერები მომრავლდენ
და სუპერლიგა სანახაობრივი და მაყურებლისთვის
გაცილებით მიმზიდველი გახდა. მიმაჩნია, რომ წლევანდელი სუპერლიგა ბოლო დროის ყველაზე კარგი
ჩემპიონატია.
სოსო ლეჟავა: ვულოცავ ,,ოლიმპს“ ამ გამარჯვებას. დაცვაში საერთოდ ვერ ვიასპარეზეთ და შეტევაშიც არაფერი
გამოგვივიდა. ეს დღევანდელი რეზულტატიდანაც კარგად ჩანს.