დასრულდა საკალათბურთო
სუპერლიგის მე-9 ტურის დასკვნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ,,დინამო” და ,,ოლიმპი”
დაუპირისპირდნენ. მატჩი ,,ოლიმპის” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დიდი სხვაობით, 99:66 გდაამარცხა.
პირველი ათწუთეული ,,ოლიმპელთა” უპირატესობით წარიმართა, რომელთაც პერიოდი 22:12 მოიგეს. მეორე ნახევარში, მეოთხედის დასრულებამდე
30:5 წუთით ადრე ოლიმპელთა სასარგებლოდ კვლავ 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 36:46.
მესამე მეოთხედში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და ,,ოლიმპი”
წინ 69:44 გავიდა. პერიოდის დასასრულს (2 წუთით ადრე) კი 30 ქულიან უპირატესობას მიაღწიეს
-74:44. თბილისის ,,დინამომ” მეტოქესთან ვეღარაფერი
გააწყო და შეხვედრა მარცხით დაასრულა.
,,დინამოს” შემადგენლობაში დეივ ნოელი გამოირჩა,
რომელმაც 15 ქულა დააგროვა, ხოლო ოლიმპის გუნდს
გიორგი გამყრელიძემ ულიდერა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა 27 ქულა,
10 მოხსნა, 14 პასი მიითვალა და სამმაგი დუბლის
ავტორი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ივო ჰოგერმა, რომლის ანგარიშზეც 12 ქულა და
10 მოხსნაა.