გალერეა
VIDEO
მიმდინარე ტურის
ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთის პირისპირ “ოლიმპი” და ’’მაკაბი’’ წარდგნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილშია, მათ შორის დიდი სხვაობაა.
“მაკაბი” აშკარა აუტსაიდერია, რომელმაც წინააღმდეგობა ვერც “ოლიმპს”
გაუწია.
მატჩის დასაწყისშივე
გამოჩნდა, რომ მაკაბის დიდი სხვაობით წაგება არ აცდებოდა. დავით თორთლაძის მითითებით
ოლიმპელებმა მეტოქეს მისსავე მოედანზე პრესინგი შესთავაზეს და ბურთს ბურთზე ჭრიდნენ.
შესაბამისად, სწრაფ შეტევებს ახორციელებდნენ და სოლიდურ უპირატესობასაც დაეპატრონნენ.
პირველი მეოთხედი
თორთლაძის გუნდმა 30:16 მოიგო, მეორეში კი ლიდერობა 11 ქულით გაზარდა და დიდი შესვენებისთვის
62:37 დაწინაურდა. შეუჩერებელი იყო ოლიმპელთა ცენტრი რიჩარდ მათიაშილი, რომელმაც შეხვედრა
34 ქულა-11 მოხსნით დაასრულა.
მატჩის მეორე
ტაიმს აზრი ჰქონდა იმ გაგებით დაკარგული, რომ თორთლაძის გუნდის გამარჯვება ეჭვს არ
იწვევდა. დარჩნილ დროში “მაკაბის” ახალგაზრდა კალათბურთელებმა სათამაშო გამოცდილება
მიიღეს, ოლიმპელებმა კი შეხვედრა ვარჯიშ-ვარჯიშში ჩაამთავრეს და საბოლოოდ 42-ქულიანი
გამარჯვება გაიფორმეს – 116:74.
როგორც აღვნიშნეთ,
რიჩარდ მათიაშვილმა 34 ქულა მიითვალა, რაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია. 24 ჩააგდო გიორგი ხანიაშვილმა, მიხეილ ჩიტაშვილმა
შეხვედრა 17 ქულით დაასრულა, დავით ხიზანიშვილის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. “მაკაბიში” ათქულიანიბარიერი ოთხმა კალათბურთელმა
დაძლია – გიორგი რევაზაშვილი 19, გიორგი ფერიაშვილი – 15, ლევან რევაზაშვილი – 13 და
გიორგი ნანიტაშვილი – 11.
სტატისტიკა
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას. ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა და სხვას არც ველოდებოდი.
უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლოთ მოგება და უფრო ნაკლებითაც შეგვეძლო წაგება, თუმცა
,,ოლიმპი’’ რომ მოიგებდა, ეს ცხადი იყო. ჩვენ უმაღლეს ლიგაში გამოვდივართ იმ მიზნით,
რო ,,მაკაბის’’ რომელიმე გუნდი ჩამოვიყვანოთ ისრაელიდან და რევაზაშვილები და ფერიაშვილები
გავზარდოთ, ამ დროისთვის ისინი უკვე საკმაოდ კარგ ფორმაში იქნებიან. გიორგი რევაზაშვილი
ჯერ არ არის ბოლომდე ფორმაში შესული, თუმცა თანდათან უმატებს და ეს სასიხარულოა.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): შედეგი მოულოდნელი არ იყო, ვიცოდით, რომ ჩვენთან
შედარებით გამოუცდელი მოთამაშეების წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში და დაგეგმილი გამარჯვება
მოვიპოვეთ. თუმცა, მეორე მხრივ, ვერ შევასრულეთ ის, რაც გვინდოდა – შეტევის პროცენტი
ვერ გავაუმჯობესეთ და შეცდომებიც ბევრი დავუშვით. 28-დან მხოლოდ 12 საჯარიმო გამოვიყენეთ
და ეს ნამდვილად ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი. ,,მაკაბთან’’ შედარებით ძლიერი
გუნდი ვართ და ამიტომ დიდი სხვაობით მოვიგეთ, თუმცა მოთამაშეებით ბოლომდე კმაყოფილი
არ ვარ.