ოლიმპმა მეგა ბოლო პერიოდში გატეხა და სუპერლიგაში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა

ოლიმპმა მეგა ბოლო პერიოდში გატეხა და სუპერლიგაში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა

დავით როგავას გაწვრთნილი “ოლიმპი” წარმატებულ სვლას განაგრძობს. ოლიმპელებმა სუპერლიგა 2 მარცხით დაიწყეს, თუმცა წარუმატებლობა უკვე წარსულს ჩაბარდა. მეოთხე მატჩია, ოლიმპმა წაგების გემო არ იცის. გუნდმა სუპერლიგის მორიგ ტურში ერთ-ერთი აუტსაიდერი “მეგა” დაამარცხა. მართალია, გაჭირვებით, თუმცა ოლიმპელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ცხრილში კიდევ უფრო გამაგრდნენ.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მეგამ მოახერხა და დაწინაურდა – 52:51. ეს იყო და ეს, დარჩენილ დროში ოლიმპმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა  – ლინტონ ესლაისმა, დრუ კურკჰაუსენმა და გიორგი ტურძილაძემ სათავე დაუდეს ოლიმპის გაქცევას, რომელიც საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. დარჩენილი 6 წუთი როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 17:4 მოუგო და საბოლოოდ 68:56 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. მეგამ იბრძოლა, მაგრამ მოსაგებად რესურსი არ ეყო.

გამარჯვებულთაგან 15 ქულით, 12 მოხსნით, 6 დაფარებითა და 4 პასით საუკეთესო იყო გიორგი ტურძილაძე. 17 ქულა დრუ კუქსჰაუსენმა მიითვალა, 15 ქულა ლინტონ ესლაისმა მოაგროვა. მეგაში რონი როზიემ 20 ქულა, ხოლო მარკუს გილსონმა 7 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.