ოლიმპმა რუსთავს დიდი სხვაობით სძლია

ოლიმპმა რუსთავს დიდი სხვაობით სძლია

სუპერლიგის მე-7 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს ოლიმპისა
და რუსთავის  გუნდები დაუპირისპირდნენ,
სადაც ოლიმპელებმა მეტოქე დიდი სხვაობით, ანგარიშით 91:59 დაამარცხეს.

 შეხვედრა თავიდანვე
მაპინძელთა სასარგებლოდ წარიმართა, ოლიმპელებმა პირველ ტაიმში მეტოქეს 50:23 აჯობეს
და დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ.  რუსთაველებმა ვერც მეორე ნახევარში გაუწიეს მეტოქეს
წინააღმდეგობა და მორიგი მარცხი განიცადეს.

გამარჯვებულებს ორმაგი დუბლით, 18  ქულითა და 12 მოხსნით ივო ჰოგერმა ულიდერა, ხოლო
,,რუსთავის“ შემადგენლობაში ლევან ხმელიძე გამოირჩა, რომელიც 14 ქულითა და 11 მოხსნით
ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

 მატჩისშემდგომ
პრესკონფერენციაზე ოლიმპისა და რუსთავის მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი
კომენტარები გაკეთდა.

გია კაზანჯიანი
(ოლიმპის მწვრთნელი): პირველი წრიდან დაწყებული სეზონში მხოლოდ 2 თამაში გავქვს სრული
შემადგენლობით ნათამაშები.  გუნდში ამჯერადაც
2 ტრავმირებული მოთამაშე  გვაყავს – გიორგი
გამყრელიძე და ივან ტოდოროვიჩი. კიდევ ორ მოთამაშეს  ტატო თავართქილაძესა და  ნიკოლას ტუტუსს  კი ჯანმრთელობის მცირე პრობლემები აწუხებდათ.
მიუხედავად ამისა, მაინც არ ველოდით ამხელა სხვაობით ,,რუსთავთან“ მოგებას. წინა ტურში
სტუ-სთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ და თამაშისა და ვარჯიშის შემდეგ გუნდში გარკვეული
ცვლილებები შევიტანეთ, რამაც კარგი შედეგი მოიტანა. გასულ ტურში სტუ-სთან ტოდოროვიჩის
თამაში არ მოგვეწონა დაცვაში, რის გამოც მეოთხე პერიოდი სათადარიგო  სკამზე ვამყოფეთ.  თამაშის დროს არა რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეზე უნდა იყო დამოკიდებული, არამედ მთლიანად გუნდზე. შევცვალეთ
ჩვენი ტაქტიკა  სუსტ გუნდებთანაც.  არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე ძლიერია თუ სუსტი. ყველა მოწინააღმდეგესთან
ერთნაირად უნდა დაიხარჯო. რაც შეეხება ტრავმებს, ტოდოროვიჩი შემდეგ მატჩზე არ გვეყოლება,  გამყრელიძე კი ორშაბათიდან დაიწყებს სრული
დატვირთვით ვარჯიშს და მომდევნო ტურში ითამაშებს კიდეც. ,,დინამოსთან“ მატჩში კი გიორგი
ცინცაძეცშემოგვირთდება.

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავის მწვრთნელი): მივულოცავ გია კაზანჯიანს და მთლიანად ოლიმპს ამ გამარჯვებას.
გამომდინარე იქიდან ბოლო თამაშებში ჩვენს გუნდში იყო საბრძოლო განწყობა, დღეს ძალიან
ცუდი მატჩი ჩავატარეთ. დღევანდელ შეხვედრაში არც ბრძოლა იყო და არც თამაში. ოლიმპი საჩემპიონო
კანდიდატია, რომელმაც ბრწყინვალე დაცვა ითამაშა. სამომავლოდ პირველ რიგში  ჩვენს ხასიათსა და შემართებას გამოვასწორებთ, რომელიც
დღეს არ გვქონდა.

 გიორგი ნანიტაშვილი: როგორც მწვრთნელმა აღნიშნა,
ორ მოთამაშეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა,  ორი კი  საერთოდ
არ იყო. დაცვაში  მობილიზებულად ვიასპარეზეთ
და გავიმარჯვეთ კიდეც.

 რევაზ ჩაჩანიძე: მივულოცავ ,,ოლიმპს“ მოგებას,
რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენს არც დაცვაში გამოგვივიდა თამაში და არც შეტევაში,
რაც , რა თქმა უნდა, თამაშზე ცუდად აისახა.
სუპერლიგა
მეორე წრე მე-7 ტური 
ქუთაისი – სოხუმი 86:74 (მატჩის მიმოხილვა)
დინამო – ბათუმი 82:76 (მატჩის მიმოხილვა)
თსუ – თსსუ 83:74   (მატჩის მიმოხილვა)