ოლიმპმა საჭირო გამარჯვება მოიპოვა

ოლიმპმა საჭირო გამარჯვება მოიპოვა

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის 23-ე ტურის ბოლო მატჩი საკმაოდ დაძაბული
გამოდგა. ერთმანეთს ოლიმპი და რუსთავი დაუპირისპირდნენ. ქვემოქართლურ გუნდს მე-3 ადგილი
და შესაბამისად პლეი-ოფის საგზური განაღდებული აქვს, ხოლო ოლიმპს აუტსაიდერთა შორისაა
და სუპერლიგაში დარჩენისათვის იბრძვის.აქედან გამომდინარე უფრო მეტი მოტივაცია ოლიმპიელებს
ჰქონდათ, რომლებმაც მოახერხეს კიდევაც გამარჯვება – 85:77.

ორივე გუნდს ტრავმის გამო ძირითადი გამთამაშებლები აკლდა
ოლიმპს მიქელაძე, ხოლო რუსთავმა ამერიკელი ლეგიონერი ჩარლი ლი მოისაკლისეს. პირველ
ტაიმში მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ თბილისელთა
უპირატესობა გამოიკვეთა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ დაწინაურდა. ბოლო პერიოდში თბილისელთა
ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია რის შემდეგაც რუსთაველებმა ვეღარ მოახერხეს თამაშის სათავისოდ
შემობრუნება.

გამარჯვებულ გუნდს ულიდერა 23 ქულით რევაზ როგავამ მოიპოვა,
ხოლო დამარცხებულებს სერგო ათუაშვილმა 23 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა პირად ანგარიშზე.

სუპერლიგის მომდევნო ტური 29 და 31 მარტს თბილისსა და
რეგიონებში გაიმართება