ოლიმპმა სოხუმს შანსი არ დაუტოვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა გასული სეზონის
ფინალისტმა „ოლიმპმა“, რომელმაც „სოხუმი“ 97:78 დაამარცხა. 

მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი
წამყვანმა კალათბურთელებმა დატოვეს, ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა
გაცილებით ძლიერი შემადგენლობის მყოლ „ოლიმპთან“ ვერაფერს გახდა.

დებიუტში ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. სოხუმელები არაფერს
უთმობდნენ სპორტის სამინისტროს გუნდს. სწრაფ თამაშში მაინც „ოლიმპმა“ იხეირა და პირველი
მეოთხედის ბოლოს 31:22 დაწინაურდა. ჩინებულად ირჯებოდა ოლიმპელთა ახალწვეული ლევან
ფაცაცია, რომელის სამინისტროს გუნდში სწორედ „სოხუმიდან“ მივიდა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
ფაცაცია დამაჯერებლად თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 16 ქულა ჰქონდა მოგროვებული.

მესამე მეოთხედში გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“
უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და გადამწყვეტი პერიოდის წინ 75: 56 იგებდა. სოხუმელები
აგრძელებდნენ წინააღმდეგობას, ირაკლი ჩლაიძემ, გრიგოლ შვანგირაძემ და ვახტანგ ქადარიამ
ბლომად ბურთები კი ყარეს, თუმცა ოლიმპელებმა გუნდური თამაშის წყალობით ბოლო მეოთხედში
24-ქულიანი უპირატესობა მოიხელთეს – 91:67 საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე.

საბოლოოდ ოლიმპელებმა 19 ქულის სხვაობით მოიგეს, რომელთა
შორისაც საუკეთესო 25 ქულით ლევან ფაცაცია გახდა. დამარცხებულთაგან 20 ქულა ჰქონდა
ირაკლი ჩლაიძეს, ვახტან ქადარიამ კი 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს სტუ და „რუსთავი“ დაუპირისპირდებიან.

 თემურ აბულაძე (ოლიმპი):
  პირველ რიგში მოგილოცავთ ყველას  ჩემპიონატის
დაწყებას, წარმატებებს ვუსურვებ გუნდებს და რაც შეეხება ოლიმპს, ჩვენ არ ვიყავით მზად
როგორც საჭიროა დღვანდელი თამაშისთვის, მადლობა მოწინააღმდეგეს, ჩვენ კი ვეცდებით უფრო
და უფრო შევთამაშდეთ, იმიტომ რომ უკეთეს შედეგს  ველით ჩვენი  გუნდისგან.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი):

პირველ რიგში ვულოცავ ,,ოლიმპს”გამარჯვებას, რომელიც ფავორიტი იყო ამ შეხვედრაში და დაკომპლექტებულია ძლიერი ქართველი თუ უცხოელი მოთამაშეებით. მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, მაინ კმაყოფილი
ვარ ჩვენი ბიჭების, მითუმეტეს, რომ გუნდი დატოვეს გამოცდილმა კალათბურთელებმა და დარჩნენ ახლაგაზრდები,ასე
რომ მაინც მისაღებია ის თამაში რომელიც აჩვენეს ისეთი მაღალი კლასის გუნდთან, როგორიც ოლიმპია.

ნოდარ თენიეშვილი:

 ძალიან დიდი
მადლობა მოწინააღმდეგეს საინტერესო შეხვედრისთვის, რაც შეეხება იმ შეცდომებს , რომელიც
ჩვენს გუნდს ჰქონდა, ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე. გასათვალისწინებელია , რომ გვყავს
ახალი ლეგიონერი. საჭიროა ვარჯიში, რომ გუნდი შეთამაშდეს და ეს შეხვედრაც ძალიან კარგი
იყო ამისთვის.

ირაკლი ჩლაიძე:

ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას და წარმატებებს
ვუსურვებ ახალ სეზონში. რაც შეეხება თამაშს, ჩვენ თავიდან კარგად დავიწყეთ პირველი ორი პერიოდი, თუმცა
მეორე ნახევარში გავტყდით და ეს კარგად გამოიყენა მეტოქემ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო შეხვედრებში ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ.