ოლიმპმა სტუ-ს სძლია; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ოლიმპმა სტუ-ს სძლია; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

 დასრულდა სუპერლიგის მე-6  ტურის დასკვნითი მატჩი სტუ-სა და ,,ოლიმპს“ შორის,
სადაც ,,ოლიმპმა“ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი 91:74 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი
ტაიმი დებიუტანტთა სასარგებლოდ წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა, რომლებიც
დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. საინტერესო გამოდგა მესამე მეოთხედი,
სადაც ,,ტექნიკოსები“ აქტიურად ათამაშდნენ და პერიოდის შუწელში სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანეს,
ხოლო მეოთხედის დასრულებამდე  3:40 წუთით ადრე
 მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩნენ მეტოქეს. დარჩენილ
დროში სტუ კვლავ აქტიურად თამაშობდა და მესამე მეოთხედის ბოლომდე მდევრის როლში იმყოფებოდა.
დასკვნით მეოთხედში კი ,,ოლიმპმა“ მოახერხა თამაშზე მობილიზება, მეტოქის გატეხვა და
მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 

 ოლიმპის გუნდს
ულიდერა ივო ჰოგერმა, რომელმაც 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო
სტუ-ს ყველაზე მეტი 25 ქულა გიორგი ხანიაშვილმა შესძინა.

 მატჩისშემდგომ
პრესკონფერენციას არ დაწრებია ,,ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის გია კაზანჯიანი, რომლის
ნაცვლად პრესკონფერენციას ოლიმპის მწვრთნელის ასისტენტი თემურ აბულაძე, ივო ჰოგერი,
ზურაბ ტომარაძე,  გიორგი ხანიაშვილი დაესწრნენ
და  შემდეგი კომენატრები გააკეთეს.

 თემურ 
აბულაძე (ოლიმპის მწვრთნელის ასისტენტი):  მწვრთნელების მხრიდან მაღალი განწყობა იყო, თუმცა
ბიჭები ვერ განეწყვნენ ამ მატჩისთვის. რამაც საქმე იქამდე მიიყვანა რომ წაგებამდე სულ  ცოტა დაგვაკლდა. შევეცდებით, რომ გამოვასწოროთ ეს
ყველაფერი. დღევანდელი ჩვენი გამოსვლა ჩვენი გუნდის 30 პროცენტიც კი არ არის. ფეხის
კუნთი აქვს დაჭიმული გიორგი გამყრელიძეს და არვიცით როდის შეურთდება ის გუნდს.

 ზურაბ ტომარაძე (სტუ-ს მწვრთნელი):
 დღეს წინა მატჩებისგან  განსხვავებული თამაში ვაჩვენეთ. წაგების მიუხედავად
კმაყოფილი ვარ, ვინაიდან წინათ გუნდი პრაქტიკულად კალათბურთა არ თამაშობდა და მთლიანად
დაშლილი იყო. დღევანდელმა თამაშმა კი დაგვანახა რომ გუნდში ოდნავი პროგრესი აშკარად
იგრძნობა. რაზეც მეტყველებს ისიც, რომ   მცირედი  წინაღმდეგობა მაინც გავიწიეთ ისეთ ძლიერ მეტოქეს,
როგორიც ,,ოლიმპია“. გუნდი ნელ-ნელა იბრუნებს თავის სახეს. ვეცდების ეს ყველაფერი სტაბილური
გავხადოთ, შემდეგ კი კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი თამაში. ჩვენ არც უთავმოყვარეო
მწვრთნელები ვართ და არც მოთამაშები არიან.

 ივო ჰოგერი: მინდა ვთქვა რომ დღეს ძალიან
კარგი თამაში აჩვენა ჩვენმა მოწინაღემდეგემ, რასაც ჩვენზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ჩვენ
ძალიან ცუდად გამოვედით და ბევრი შეცდომა დავუშვით.

 გიორგი ხანიაშვილი:
 საკმაოდ ძლიერ გუნდთან წავაგეთ. ვფიქრობ, ამ
თამაშის 50 პროცენტი რომ გვეთამაშა სხვა გუნდებთან, ჩვენს უშუალო კონკურენტებთან, აუცილებლად
მოვიგებდით. ნელნელა შევდივართ ფორმაში და  იმედი თსუ-თან გავიმარჯვებთ.
სუპერლიგა  მე-6 ტური
რუსთავი – დინამო 87:95 (მატჩის მიმოხილვა)
სოხუმი – თსუ  89:83 (მატჩის მიმოხილვა)
შსს აკადემია – ქუთაისი 83:85 (მატჩის მიმოხილვა)
თსსუ – არმია 65:101 (მატჩის მიმოხილვა)