გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-2 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. “ოლიმპმა”, რომელმაც პირველ ტურში დაძაბულ ბრძოლაში “კაკტუსთან” მარცხი განიცადა, “შსს აკადემია-ტიტებს” დამაჯერებლად – 93:70 მოუგო.
შეხვედრაში მხოლოდ პირველი პერიოდი იყო დაძაბული, რომელიც “ოლიმპის” გამარჯვებით – 23:16 დასრულდა. ოლიმპელთა ყველა რგოლი შესანიშნავად თამაშობდა. წინა ხაზში, ფარქვეშ, მარკ ოგდენი გაბატონდა, რომელსაც კარგად აშველებდა ხელს ნიკა დარბაიძე, ხოლო უკანა ხაზში ტრე ბენეტი და დარეონ რედიკი სისწრაფეშიც და სიზუსტეშიც აშკარად ჯაბნიდნენ ოპონენტებს.
გარდატეხა მესამე მეოთხედში მოხდა, რომელიც ოლიმპელებმა 29:16 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 20 ქულით გალიდერდნენ. საბოლოოდ მატჩი ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულებს ამერიკელმა ლეგიონერებმა – ტრე ბენეტმა და მარკ ოგდენმა ულიდერეს. პირველმა 19 ქულია, 10 პასი და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო ოგდენის ანგარიშზე 18 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. 17 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა დარეონ რედიკს, ხოლო ნიკა დარბაიძე ოლიმპელებს 14 ქულით და 6 მოხსნით შეეშველა. “ტიტებში” 18 ქულით და 7 მოხსნით ბესო ლეჟავა გამოირჩა, ჟოელ ალმეიდას ანგარიშზე კი 16 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
შემდეგ მატჩში “დინამო” “ქუთაისს” მასპინძლობს.
შსს აკადემია-ტიტები – ოლიმპი
სტატისტიკა: 70:93