ოლიმპმმა მეგა 85:78 დაამარცხა და 1/4-ფინალურ სერიაში გალიდერდა

ოლიმპმმა მეგა 85:78 დაამარცხა და 1/4-ფინალურ სერიაში გალიდერდა

საკალათბურთო კლუბმა “ოლიმპმა” სუპელრლიგის პლეი ოფი რიხით დაიწყო. დავით როგავასა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში დამაჯერებლად – 85:78 (სტატისტიკა) დაამარცხა “მეგა”. საპლეიოფო სერია 3 მოგებამდეა და შესაბამისად, საბოლოო გამარჯვებამდე ოლიმპელებს 2 გამარჯვება უკლიათ, თუმცა პირველ მატჩში ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გამარჯვება დადებითი ფსიქოლოგიური განწყობის მომგვრელია.

თავის მხრივ, “მეგას” ეს წაგება საბრძოლოდ განაწყობს და შემდეგ მატჩებში მეტ ბრძოლას უნდა ველოდოთ, მით უფრო, რომ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს პლეი ოფში თამაშის სოლიდური გამოცდილება აქვს და ძნელი სავარაუდოა, რომ სერიის მომდევნო თამაშებშიც ასე უშანსოდ იყოს, როგორც პირველ შეხვედრაში გამოჩნდა.

არადა, საბოლოო სხვაობა მხოლოდ 7-ქულიანია, თუმცა ბოლო პერიოდმა ისე ჩაიარა, “მეგა” ამაზე ახლოს მეტოქესთან ვერ მივიდა. მიზეზი ოლიმპელთა სიზუსტე, გააზრებული და მაქსიმალურად აკურატული თამაში გახლდათ. მეგასთვის მხოლოდ მეორე პერიოდი იყო შედეგიანი, რომელიც 26:21 მოიგო და მის მსვლელობისას 5 ქულითაც (37:32) ლიდერობდა, თუმცა ოლიმპელთა დაცვა და სწრაფი შეტევები საბოლოოდ მატჩის შედეგის განმსაზღვრელი გამოდგა.

გამარჯვებულთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა კალატოზიშვილი. საერთო შედეგიანობით გივი ბაქრაძე გამოირჩა – 14 ქულა, 8 პასი და თამაშიდან აცილებული მხოლოდ 1 სროლა. კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. მეგაში 20 ქულით, 7 პასით და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 14 ქულა ჯიმონ ჰენსონმა მოაგროვა.

სერიის მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 30 თებერვალს, 18:30 საათზე გაიმართება.