საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ეს გახლდათ რიგით მე-3 შეხვედრა იმ გრაფიკიდან, რომელიც ფედერაციამ 1 ოქტომბრის გამგეობის სხდომაზე დაგეგმა. გამგეობის წარმომადგენლები 4 ოქტომბერს ვეტერან კალათბურთელებს შეხვდნენ, ხოლო 11 ოქტომბერს – მსაჯებს, კომისრებს და მატჩების მომსახურე მდივნებს.
შეხვედრას ქუთაისში დაახლოები 50 ადამიანი დაესწრო დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – ფოთიდან, ზესტაფონიდან, ბათუმიდან, საჩხერიდან. დამსწრეთა უმრავლესობა ქუთაისის საკალათბურთო საზოგადოებას წამოადგენდა, რომლებთანაც გამგეობის წევრებმა არაერთი საკითხი განიხილეს. რეგიონის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს გამგეობის წევრები თავის სხდომაზე, გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინებენ.
გამგეობის მომდევნო შეხვედრა 22 ოქტომბერს, რუსთავში, აღმოსავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებთან გაიმართება.