ვიდეო
დღეს, სასტუმრო “რედისონში”, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები თბილისის საკალათბურთო კავშირებსა და ორგანიზაციებს შეხვდნენ. ეს იყო რიგით მე-6 შეხვედრა იმ გრაფიკიდან, რომელიც გამგეობამ საკალათბურთო საზოგადოების ყველა ფენასთან შესახვედრად დაგეგმა.შეხვედრაზე არ მოვიდა “კალათბურთელთა კავშირის” პრეზიდენტი მიხეილ ახვლედიანი და ყველა ის მწვრთნელი თუ ვეტერანი, რომელიც ამ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული. შეხვედრაზე მოწვეული იყო “კალათბურთის კავშირიც” გიორგი მარკოიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც “რედისონში” არ გამოჩენილა.
შეხვედრაზე მოვიდა და გამგეობისა და სხვადასხვა საკალათბურთო ორგანიზაციების წევრებთან ცხარე დისკუსია გამართა თბიისის კალათბურთის ფედერაციისა და “დინამო თბილისის” პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა. ნაცვლიშვილმა საკუთარი ხედვა წარმოადგინა საარჩევნო დელეგატთა განსაზღვრისა და მათთვის ხმათა რაოდენობების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატმა, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ კი იმ უსაფუძვლო კრიტიკა დაგმო, რომელსაც მიხეილ ახვლედიანი მასმედიის საშუალებებით ავრცელებს.
გთავაზობთ აღნიშნული შეხვედრის ვიდეო-რეპორტაჟს, სადაც მაქსიმალურადაა წარმოდგენილი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა და დისკუსია, რომელიც დამსწრეთა შორის გაიმართა.
I ნაწილი
II ნაწილი
III ნაწილი
IV ნაწილი
V ნაწილი
VI ნაწილი
VII ნაწილი