ფედერაციის გამგეობამ ყრილობასთან და დელეგატებთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო

ფედერაციის გამგეობამ ყრილობასთან და დელეგატებთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის 2013 წლის 15 ნოემბრის სხდომის
 
 
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
 
 
          საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა, ფედერაციის მოქმედი წესდების საფუძველზე ადგენს:
 
1.      საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდების მე-5 მუხლის 5.1.3. პუნქტის შესაბამისად 2013 წლის 11 დეკემბერს მოწვეულ იქნას ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.
ყრილობა გაიმართოს 2013 წლის 11 დეკემბერს 12.00 საათზე სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” (ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი #4).
2.      ყრილობა გაიმართოს შემდეგი დღის წესრიგით:
ა) ფედერაციის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული მუშაობის ანგარიში;
ბ) არჩევნები:
1)      კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის;
2)      კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრების;
გ) სხვადასხვა
3.      საპრეზიდენტო არჩევნებისას ხმათა თანაბრობის შემთხვევაში, ფედერაციის გამგეობის მიერ დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომლის ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.
4.      საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედი წესდების მე-5 მუხლის 5.1.12 პუნქტის მიხედვით განისაზღვროს ყრილობაზე ფედერაციის სუბიექტთა წარმომადგენლობის რაოდენობრივი ნორმა (იხილეთ დანართი).
5.      ფედერაციის წესდების მე-6 მუხლის 6.4 პუნქტის და ფედერაციის გამგეობის ამ დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად დელეგატთა სათანადოდ გაფორმებული პერსონალური სიები ფედერაციის სამდივნოში წარმოდგენილ უნდა იქნას 2013 წლის 8 დეკემბრის 17.00 საათამდე.
6.      ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველებმა ფედერაციის სამდივნოში განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2013 წლის 27 ნოემბრის 17.00 საათამდე.
7.      საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
 
  
 
დანართი
 საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის სუბიექტთა წარმომადგენლობის (დელეგატთა) რაოდენობრივი
ნ  ო  რ  მ  ე  ბ  ი
ა) საქართველოს კალათბურთის რეგიონალური ორგანიზაციები  სულ – 9 დელეგატი
1.      აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაცია – 1 დელეგატი
2.      გურიის რეგიონის კალათბურთის ფედერაცია – 1 დელეგატი
3.      თბილისის კალათბურთის ფედერაცია – 1 დელეგატი
4.      თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი – 1 დელეგატი
5.      იმერეთის კალათბურთის ფედერაცია – 1 დელეგატი
6.      კახეთის კალათბურთის ფედერაცია – 1 დელეგატი
7.      სამეგრელოს კალათბურთის ფედერაცია – 1 დელეგატი
8.      ქვემო ქართლის მხარის კალათბურთის ფედერაცია – 1 დელეგატი
9.      შიდა ქართლის რეგიონის კალათბურთის განვითარების ცენტრი – 1 დელეგატი
ბ) საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები  – სულ 9 დელეგატი
1.      ს/კ არმია   – 1 დელეგატი
2.      ს/კ ბათუმი-რსუ – 1 დელეგატი
3.      ს/კ დინამო – 1 დელეგატი
4.      ს/კ ოლიმპი – 1 დელეგატი
5.      ს/კ რუსთავი – 1 დელეგატი
6.      ს/კ მაკაბი – 1 დელეგატი
7.      ს/კ სოხუმი – 1 დელეგატი
8.      ს/კ ქუთაისი-2010 – 1 დელეგატი
9.      ს/კ შსს აკადემია – 1 დელეგატი
გ) საქართველოს ბავშვთა საკალათბურთო სკოლები/კლუბები – სულ 8 დელეგატი
 
1.      ს/კ აკადემია – 1 დელეგატი
2.      გორის სასპორტო სკოლა – 1 დელეგატი
3.      თელავის სასპორტო გაერთიანება – 1 დელეგატი
4.      ფოთის სასპორტო სკოლა – 1 დელეგატი
5.      ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება – 1 დელეგატი
6.      რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანება – 1 დელეგატი
7.      ს/კ ჰიუნდაი – 1 დელეგატი
8.      მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი – 1 დელეგატი
დ) საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი – 2 დელეგატი
 ე) საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი –  2 დელეგატი
ვ) საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი – 2 დელეგატი
ზ) საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები  – სულ  8 დელეგატი:
 
1.      ბესიკ ლიპარტელიანი
2.      ნოდარ ქორქია
3.      მერაბ რატიშვილი
4.      ვალერი ლომაძე
5.      გივი ბიჭიაშვილი
6.      პაატა გურასპაული
7.      დავით გიორგობიანი
8.      გიორგი ქართველიშვილი
 
სულ: 40 დელეგატი