ფინალურ სერიაში შსს დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ფინალურ სერიაში შსს დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

  ფინალური სერია
„შსს-აკადემიას“ გამარჯვებით დაიწყო. 
გიორგის კეცელიდისის გაწვრთნილმა აკადემიელებმა
რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული „ოლიმპი“ 

79:71 დაამარცხეს და ფინალურ სერიაში,
რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, 1:0 დაწინაურდნენ. მცირე გამონაკლისის
გარდა „შსს-აკადემია“ მატჩის მსვლელობას აკონტროლებდა, რაც დაცვაში საიმედო თამაშში
გამოიხატებოდა. ეს გამონაკლისი მესამე მეოთხედის ბოლო და მეოთხე პერიოდის საწყის წუთებზე
მოდის, როცა ოლიმპელებმა დაცვა გაამაგრეს და სამქულიანებით ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს
(61:62).

მესამე ათწუთეული
„შსს-აკადემიის“ 13-ქულიანი ლიდერობით სრულდებოდა, თუმცა სირენის თანხლებით მოედნის
ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანით მიხეილ ბერიშვილმა „ოლიმპის“ ჩამორჩენა 10 ქულამდე
შეამცირა – 49:59. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ზუსტი სროლები განაგრძეს
– დარენ მურის, სტენ სოკის და მიხეილ ბერიშვილის 2 სამქულიანის შემდეგ აკადემიელთა
ლიდერობიდან  1 ქულა დარჩა.

მატჩის დასრულებამდე
6 წუთი იყო დარჩენილი, ოლიმპელებს წინ საკმაო დრო ჰქონდათ, თუმცა დაცვაში საიმედო და
შეტევაში გააზრებული თამაშის წყალბით შსს-ელებმა საიმედო ლიდერობა დაიბრუნეს: ვასილის
კუნასის, აკაკი ლომოურის, დენოტა ვონის და კირკ არჩიბეკის ქულებით კეცელიდისის გუნდი
74:66 დაწინაურდა და დარჩენილ დროში საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

რაც შეეხება ზემოთაღწერილ
ეპიზოდანზე მონაკვეთს, მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, რომელშიც ნელ-ნელა შსს-ელთა
უპირატესობა გამოიკვეთა და მესამე პერიოდში მათმა ლიდერობამ 10 ქულას გადააბიჯა. აკადემიელებმა
მოახერხეს ოლიმპელთა ტანმაღალი ცენტრის, სტეფან მილოშევიჩის განეიტრალება, რომელმაც
თამაში შედეგიანად დაიწყო და დებიუტში კეცელიდისის გუნდს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

გამარჯვებულთაგან
21 ქულით საუკეთესო იყო დენოტა ვონი, კირკ არჩიბეკმა კი ტრადიციულად ორმაგ დუბლს მოუყარა
თავი – 14 ქულა, 12 მოხსნა. 16 ქულით აკადემიელებს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა ბენჯამინ
რეიმონდი, ხოლო კიდევ ერთი ლეგიონერმა – ჩად პრევიტმა შეხვედრა 8 ქულით, 12 მოხსნით
და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. „ოლიმპის“ შემადგენლობაში 21 ქულითა და 11 მოხსნით
მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა, 13-13 ქულა-მოხსნა დააგროვა სტეფან მილოშევიჩმა, ესტონელმა
სტენ სოკმა კი მატჩი 15 ქულით დაასრულა.

ფინალური სერიის მომდევნო მატჩი
სპორტის სასახლეში 21 მაისს, 18 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია): როგორც მატჩისწინა
პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, დიდი წარმატება იყო ჩვენთვის ფინალში გასვლა, ალბათ, სეზონის
დასაწყისში ზოგი არც ელოდა ჩვენგან ამ შედეგს. ჩვენ მოვედით, რათა აღგვენიშნა ფინალში
გასვლა და ამ სიხარულს დაემატა საქართველოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება.
ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ,,ოლიმპთან’’ თამაშისას, რომელსაც ძალიან
კარგი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს, არასდროს შეიძლება მოდუნება. დაახლოებით 3
წუთის განმავლობაში კონცენტრაცია დავკარგეთ და მაშინვე მეტოქემ 3 სამქულიანი. ორივე
გუნდისთვის ძალიან რთული იქნება ხვალინდელი თამაში, რადგან წარმოუდგენელია  ზედიზედ ორი თამაშის ასეთ დონეზე ჩატარება. დავისვენებთ
და განვეწყობით მეორე მატჩისთვის და შევეცდებით კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვოთ.

გია კაზანჯიანი(ოლიმპი): ვულოცავ ,,შსს
აკადემიას’’ გამარჯვებას. ყველა კომპონენტში გვაჯობეს –  მოხსნებში, პასებში, ჯარიმებში. ლოგიკური შედეგით  დასრულდა შეხვედრა. თუმცა, სერია მხოლოდ ახლა დაიწყო,
ყველაფერი წინაა და ვეცდებით ხვალ უკეთესად ვითამაშოთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

ბენჯამინ რეიმონდი(შსს აკადემია): განსხვავებით
თასის გათამაშებისა, რომელიც მოვიგეთ და ეს ძალიან დიდი ბიძგი და სიხარული იყო გუნდისთვის,
,,სუპერლიგის’’ ყოველ თამაშს ისე ვუყურებთ, როგორც ფინალს და მაქსიმუმს ვაკეთებთ. მოვემზადებით
ხვალისთვის, რათა იგივე შედეგი ვაჩვენოთ.

მიხეილ ბერიშვილი(ოლიმპი): მივულოცავ მეტოქეს
დღევანდელ წარმატებას.  მართლაც ყველა ასპექტში
გვაჯობეს. იმედია, გამოვასწორებთ შეცდომებს და აგრესიულად შეხვდვებით მეორე თამაშს.
გპირდებით, ხვალინდელი შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. 
ოლიმპი – შსს აკადემია 71:79