თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის პლეიაუტის შეხვედრა ,,დინამოსა” და თსუ-ს შორის, სადაც გამარჯვება ,დინამომ” მოიპოვა – 115:82.
მატჩი თავიდანვე დინამოელთა სასარგებლოდ წარიმართა, რომლებმაც საწყის პერიოდში 25:12 იმარჯვეს, ხოლო ტაიმის ბოლოს სოლიდური სხვაობით 51:31დაწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობა დინამომ მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნა და თავის სასარგებლოდ 83:57 დააფიქსირა. დასკვნით მეოთხედში თსუ-ს გუნდმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა.
,,დინამოს” შემადგენლობაში საუკეთესო ორმაგი დუბლით 33 ქულითა და 14 მოხსნით ქიენ კარტერი იყო, ხოლო მილან ოლუიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა, 14 მოხსნა და 11 ბლოკშოტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მხრიდან კი თავი ზურაბ მაისურაძემ გამოიჩინა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დინამოსა და თსუ-ს გუნდების მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): არ შემიძლია არ აღვნიშნო თსუ-ს გუნდის შესანიშნავი თამაში. დარწმუნებული ვარ ნუგზარ ჭეიშვილი მომავალშიც განაგრძობს სასწაულების კეთებას და ეს ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, ვინაიდან ბატონ ნუგზართან არაერთხელ მიმუშავია. გულდასაწყვეტია, რომ ,,ოლიმპთან” დავმარცხდით და ვერ მოვხვდით საუკეთესო ოთხეულში, თუმცა ჩვენი ვალია ღირსეულად განვაგრძოთ თამაში და ვფიქრობ ეს დღეს ჩინებულად გამოგვივიდა. დღეს მოტივაცია არ აკლდა ჩემს ბიჭებს, რაც ხშირად გვიქმნიდა პრობლემებს წინა მატჩებში. სეზიონის ბოლოს მეტ-ნაკლებად მოხერხდა ჩვენთვის
სასურველი
ასპარეზობა.
რაც შეეხება დუდა სანაძეს, ხვალ 20-წლამდელთა ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩია და ამიტომ დღეს დავასვენეთ. თუ სიტუაცია მოითხოვდა, რა თქმა უნდა, მას აუცილებლად გამოვიყვანდით მოედანზე, მაგრამ თამაშის მსვლელობა ისე წავიდა, რომ ამის საჭიროება არ ყოფილა. დუბლების მატცების გამო წინა შეხვედრებში დიდი პრობლემები შეგვექმა, ვინადან რამდენიმე მოთამაშის დასვენება მოგვიწია. ვფიქრობ, 5-6 ადგილებისთვის შსს აკადემიის გუნდს შევხდებით, რომელიც სამედიცინოზე ძლიერი გუნდია. ვეცდებითჭირსეული წინაააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენს მეტოქეს.
ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): ერთი დღე რომ დაგვესვენა და გვევარჯიშა დღეს ეს შედეგი არ გვექნებოდა. მიმაჩნია, რო იმ რესურსებით და პირობებით რაც თსუ-ს გააჩნია, გუნდის შედეგი გმირობის ტოლფასია. ,,ქუთაისთან” მატჩის შემდეგ სათანადოდ ვერ დავისვენეთ და გუნდმა ძალების აღდგენა ვერ მოახერხა. ისე დარბაზში ისე მოვედით არც კი გვივარჯიშია და შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. შეიძლებოდა, რომ ჩვენ ხვალ გვეთამაშა და ფედერაციას ხვალისთვის დაენიშნა ჩვენი მატჩი, ხოლო შსს -სა და თსსუ-ს დღეს ეთამაშათ, რომლებსაც 5 მაისის შემდეგ შეხვედრა არ გაუმართავთ. ამით ჩვენ ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემოდა. მიუხედავად ყველაფერისა, ზოგადად ჩემპიონატში ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში. ვფიქრობ, ჩვენს საქმე თავი კარგად გავართვით.
გიგა მეხრიშვილი: ჩვენმა მეტოქეს შესანიშნავად იასპარეზა დაცვაში, რომელიც ხშირად საკმაოდ ავანტურულია. ჩვენმა გუნდმა ძალიან გააზრებულად ითამაშა. მართალია, თავიდან იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ
ზურაბ მაისურაძე: მთავარი მიზეზი ჩვენი მარცხისა გადაღლილობა იყო. გუნდმა დასვენება და ძალების აღდგენა ვერ შეძლო და ამითაა განპირობებული ჩვენი დღევანდელი წაგება.