ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვა დღეს იწყება

ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვა დღეს იწყება

დღეს თბილისის სპორტის
სასახლეში ,,ყველა ვარსკვლავის მატჩთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე

დამსწრე საზოგადოებას 2012 წლის ,,ოლ სტარზე” ესაუბრა.

გიორგი ზაბახიძე:  წლევანდელი
სეზონის ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი“  წინა წლებისგან
განსხვავებული იქნება. ადგილობრივი გუნდი ლეგიონერთა გუნდს დაუპირისპირდება და  29 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში 13:00 საათზე
გაიმართება.  ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის“
გამოკითხვები სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.superleague.ge  6 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება და 26 აპრილს 23:00
საათზე დასრულდება. ქართველ მოთამაშეებს  ,,არმიის“ მწვრთნელი კოტე ტუღუში უთავკაცებს, ხოლო ლეგიონერთა გუნდს შსს აკადემიის  მწვრთნელი გიორგოს კეცელიდისი გაწვრთნის.  
  ,,ყველა ვარსკვვლავის მატჩის” ხმის მიცემის პროცედურა
ამგვარი იქნება: ერთ მხარეს თავს მოიყრიან ქართველი მოთამაშეები, ხოლო მეორე მხარეს
უცხოელი კალათბურთელები. გამოკითხვაში მონაწილე გულშემატკივარი ირჩევს სასტარტო ხუთეულებს
ორივე მხრიდან და ხმას აძლევს ხუთეულების საკუთარ ვერსიას. ხმის მიმცემმა ,,ყველა ვარსკვლავის
მატჩში“ მონაწილე თითოეული გუნდის ხუთეულისთვის უნდა აირჩიოს 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი
და 1 ცენტრი.

გამოკითხვის შედეგად
შეირჩევა ,,ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები. ვინაიდან,
თითოეული გუნდის განაცხადში 12 მოთამაშეა, დარჩენილ 7–7 მოთამაშეს მწვრთნელები საკუთარი
შეხედულებისამებრ შეარჩევენ.

,,ყველა ვარსკვლავის
მატჩთან“ ერთად ჩატარდება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ბურთის ჩატენვებში. სნაიპერთა
კონკურსში მონაწილეობას ის მოთამაშეები მიიღებენ, რომლებსაც მიმდინარე სუპერლიგის გათამაშებაში
სამქულიანების ჩაგდების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლები აქვთ. რაც შეეხება ჩატენვებს,
აქ მონაწილეობა ნებაყოფლობითია.