ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი

ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი

11-12 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება.ტურნირში მონაწილეობენ 16-29 წლის ახალგაზრდები, რომლებიც წინასწარი კენჭისყრის შედეგად, ჯგუფური სისტემით შეხვდებიან ერთმანეთს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ოლიმპიური პრინციპით, მატჩებს განსჯიან პროფესიონალი მსაჯები.
საპრიზო ფონდია 3.000 ლარი, რომელიც ტურნირის გენერალურმა სპონსორმა ლიდერბეთმა დააწესა.
სპონსორები – კომპანია ყაზბეგი, ფიტნეს ჰოლი;
ტურნირის მხარდამჭერები: FIBA Europe, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.