სუპერლიგის მეოთხედფინალური
შეხვედრა ,,სამდეცინოსა” და ,,ქუთაისს”
შორის, რომელიც დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით,
ანგარიშით 83:75 დასრულდა. ქუთაისელებმა სერია 2:0 მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
თსსუ-ს მხრიდან საუკეთესო 24 ქულით მიხეილ ჭოჭუა გახლდათ, ხოლო ქუთაისის მხრიდან
20 ქულით ბუბა კვიმსაძე გამოირჩა. თსუ-თან და ქუთაისთან ერთად გაირკვა კიდევ ერთი ნახევარფინალისტის
ვინაობა. რუსთავში გამართული შეხვედრა, სადაც ,,ენერჯი ინვესტი” ,,არმიას” მასპინძლობდა, არმიელთა გამარჯვებით ანგარიშით
83;56 დასრულდა. ,,არმიამ” სერია 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მისი მეტოქე შსს-სა და ,,სოხუმის” წყვილს შორის 7 მაისს მაისს
გამოვლინდება. ,,ენერჯის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლით საუკეთესო სამუელ ლამუ გახლდათ(22
ქ.10მ), ხოლო ,,არმიის” მხრიდან 22 ქულით კოტე ტუღუში გამოირჩა. ორმაგი დუბლი შეასრულა
ანატოლი ბოისამ , რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და 10 მოხსნაა.