ქუთაისი მესამეა

ქუთაისი მესამეა

დღეს ქუთაისში მესამე
ადგილისთვის ერთმანეთს ,,ქუთაისი” და ,,სოხუმი” დაუპირისპირდნენ.  ქუთაისელებმა მეტოქე ანგარიშით 91:84 დაამარცხეს
და მე-3 ადგილზე გავიდნენ.

მასპინძელთაგან საუკეთესო გიგი ბარბაქაძე გახლდათ, რომელმაც
26 ქულა მიითვალა, ხოლო სოხუმელთაგან 22  ქულით
ლასა ფარღალავა გამოირჩა. 18 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი კი კარლ დამუსმა შეასრულა.

  აქვე შეგახსენებთ, რომ ფინალური სერიის მესამე მატჩი
თსუ-სა და ,,არმია-ს” შორის თბილისის სპორტის სასახლეში ხვალ, 23 მაისს 14 საათზე გაიმართება.