დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ,,ქუთაისი”-,,ოლიმპის” მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა,
რომელსაც კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, გენერალური მდივანი და საერთაშორისო კლასის კომასარი მერაბ რატიშვილი და ქუთაისისა და ოლიმპის გუნდების მწვრთნელები, დავით უსტიაშვილი და გია კაზანჯიანი დაესწრნენ.
ბესიკ ლიპარტელიანი: მოგეხსენებათ, რომ ქუთაისში ჩატარდა ორი ნახევარფინალური მატჩი ,,ქუთაისსა” და ,,ოლიმპს” შორის და ორივე მატჩი დასრულდა ოლიმპის გამარჯვებით. ქუთაისის კლუბის ხელმძღვანელობამ ფეფერაციაში შემოიტანა წერილი იმის თაობაზე, რომ გუნდმა მარცხი არასწორი მსაჯობის საფუძველზე განიცადა. ამასთან დაკავშირებით, გუშინ სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თამაშის განხილვა, რომელსაც ორივე გუნდის ხემძღვანელობა ესწრებოდა. თამაში დეტალურად იქნა განხილული, თითქმის ყოველი 5-წუთიანი ინტერვალით და შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ მსაჯების მხრიდან იყო მინიმალური შეცდომები, რომელმაც მატჩის მსვლელობაზე გავლენა არ იქონია. თამაში პროფესიონალურად გავარჩიეთ, რომელსაც ქუთაისის მწვრთნელიც, დავით უსტიაშვილი ესწრებოდა და გაირკვა რომ წესების მიხედვით, ყველაფერი სიზუსტით იყო დაცული. ამ დილით ქუთაისის კლუბის მხრიდან მოვისმინე განცხადება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა რჩება იმავე აზრზე, რომ თამაში მსაჯებმა წააგებინეს. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ექნება, ჩვენ გვაქვს ვიდეოჩანაწერი, რომელიც თუ გნებავთ გავხადოთ საჯარო და თუ იქ მიკერძოებას ექნება
ადგილი
, პირადად მე ვიქნები პასუხისმგებელი. ამასთან ერთად, ქუთაისში იყო უხეში დარღვევები. კერძოდ, კლუბს უნდა უზრუნველყო თამაშის მაქსიმალური უსაფრთხოება. პირველი ტაიმის შემდეგ იყო საშიშროება იმისა, რომ თამაში ჩაშლილიყო და მხოლოდ ფედერაციის ჩარევის შედეგად გახდა ცნობილი რომ თამაში გაგრძელდებოდა. თუ მსგავსი ფაქტი კვლავ განმეორდება ქუთაისში, ჩვენ მივმართვათ ზომებს და ქუთაისში თამაშებს აღარ ჩავატარებთ. ამიტომ ორშაბათს, ქუთაისი კლუბის ხელმძღვანელობას გავუგზავნით წერილს იმის თაობაზე რომ თამაშებზე უსაფრთხოება აუცილებლად იყოს დაცული. წინააღმდგეგ შემთხვევაში ქუთაისში თამაშები აღარ გაიმართება.
ქუთაისს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჰყავდა გუნდი და სულ 2 წელია, რაც ეს გუნდი სუპერლიგაში დაბრუნდა. მივესალმები ამ ფაქტს და არ მსურს ვინმეს გადწყვეტილებით კალათბურთს ზიანი მიადგეს. ქუთაისი ყოველთვის იყო კალათბურთის სამჭედლო, სადაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი გაზრდილა. ეს ნამდვილად მისასალმებელია და ამიტომ ვიღაცის ამბიციებს
კალათბურთს
არ გადავაყოლებთ. წერილში პრეტენზია
მკაფიოდ იყო აღნიშნული დავით და ირაკლი ბერიშვილებზე, მაკა კუპატაძეზე კი არაფერი თქმულა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იქ არანაირი მიკერძოება არ ყოფილა. უბრალოდ
ყველა ჯარიმაზე
ადგილი ჰქონდა იყო მსაჯების მხრიდან წესებით გათვალისწინებულ რეაგირებას, რაც ვერ აიტანა კლუბის ხელმძღვანელობამ.
როგორც ჩანს კლუბის პრეზიდენტი ვინმეს მიმართებაში იყო ვალდებული ასეთი განცხადება გაეკეთებინა და ან თავი დაეცვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ თამაში პროფესიონალურად გაირჩა.
იყო მინიმალური შეცდომები
როგორც ქუთაისის, ისე ოლიმპის მხრიდან და მას თამაშზე არანაირი გავლენა მოუხდენია და ეს არ იყო ცალმხრივი შეცდომა. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ თამაშში როგროც მწვრთნელები და მოთამაშეები ასევე მსაჯებიც უშვებენ შეცდომებს, მაგრამ თუ მსაჯის გადაწყვეტილებამ თამაშს ავნო, ჩვენ ყველა შემთხვევაში ჩავერევით.
ერთის მხრივ კარგია, რომ ქუთაისმა შემოიტანა წერილი, ვინაიდან მოგვეცა საშუალება თამაში განხილულიყო. ერთი თხოვნა მაქვს ჟურნალისტების მიმართ – ხშირად არის ისეთი მომენტები, როდესაც მოვლენები ცალმხრივად შუქდება. როდესაც რაიმე სახის გადაწყვეტილებაა მისაღები ფედერაციის მხრიდან, გთხოვთ დაველოდოთ მოვლენებს და ნუ გავხდით მათ სენსაციურს, თითქოს სუპერლიგაში რაიმე ხდება. ამდენი წლის განმავლობაში არაერთი თამაში მინახავს და ნახევარფინალი და ფინალი ყოველთვის დაძაბულია. ყველას უნდა მოგება, მაგარმ ღირსეული გაიმარჯვებს. ფედერაცია იმისთვის არსებოობს, რომ ყველა სიზუსტე დავიცვათ და არავის მიმართ ვიყოთ მიკერძოებულნი.
დავით უსტიაშვილი: ამჟამად სუპერლიგა ისეთ სტადიაშია, რომ ყველა თამაში დაძაბულია, დაძაბულები არიან მწვრთნელებიც, მოთამაშეებიც და მსაჯებიც. ჩვენ განვიხილეთ თამაში და ვთვლი რომ არ ყოფილა ისეთი სახის დარღვევები, რასაც თამაშის წაგებას დავაბრალებ. ეს მარცხი ჩემი ბრალია და ჩემს თავზე ვიღებ პასუხიმგებლობას. ქუთაისში საკმაოდ დაძაბული თამაში იყო და სამწუხაროა, რომ არ გქონდათ იმის ბედნირება, რომ ასეთი მატჩები გეხილათ. მე როგორც მწვრთნელმა, ვნახე ეს მატჩი და ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ეს წაგება მსაჯების ბრალია.
მერაბ რატიშვილი: მე ვიყავი ამ მატჩების კომისარი და როდესაც ქუთაისის წერილი წავიკითხე სასაცილოდაც კი არ მეყო. თუ ჩემს კომპეტენციასა და ცოდნას ენდობით, დავით და ირაკლი ბერიშვილებმა იმსაჯეს კარგად. უნაკლო, ხუთიანზე მსაჯობა კი არ არსებობს. დავით უსტიაშვილმა აღნიშნა რომ ვერ ხედავ ამ წაგებაში მსაჯების ბრალს და ჩემთვის საინტერესოა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს სამგზის ჩემპიონის მწვრთნელის, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ევროპის ჩემპინატის 2-ჯერ მომგები მწვრთნელის აზრი, ვიდრე იმისი, ვისაც წესების წიგნი საერთოდ არ უნახავს და ვიზუალურად ვერ იტყვის რა ფერისაა. რაც შეეხება საქართველოს კალათბურთის განვითარებას, გეტვით რომ სპორტის ეს სახეობა აუცილებლად განვითარდება. სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ქუთაისის გუნდიცაა ჩართული და მიუხედავად ყველასა და ყველაფრისა იქნება კიდეც.