ქუთაისისა და სტუ-ს გამარჯვებები

ქუთაისისა და სტუ-ს გამარჯვებები

სუპერლიგის მეოთხე ტურის მატჩები დღეს ბათუმსა და
ქუთაისში გაიმართა. ,,ქუთაისმა” თსუ-ს უმასპინძლა 
და საკუთარ მოედანზე მეტოქეს დამაჯერებლად – 89:72 სძლია.

,,ქუთათურებმა”
თავიდანვე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და შეხვედრის პირველი ნახევარი მეტოქეს
  21 ქულის სხვაობით, 42:21 მოუგეს. 

  შეხვედრის მეორე ნახევარში თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდმა მეტოქის დაწევა ვეღარ შეძლო და დამარცხდა.

 ,,ქუთაისს” 31 ქულით გიგი ბარბაქაძემ ულიდერა, ხოლო
თსუ-ს შემადგენლობაში 21 ქულით თორნიკე ნინიაშვილი გამოირჩა.

  რაც შეეხება 
,,ბათუმისა” და სტუს დაპირისპირებას, ეს მატჩი 17 საათის ნაცვლად საათნახევრის
დაგვიანებით დაიწყო, რადგანაც  ბათუმის  საკალათბურთო დარბაზში ელექტროენერგია გაითიშა.

  მატჩის პირველი ტაიმი გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა,  რომელიც  საბოლოოდ ბათუმელთა 7-ქულიანი უპირატესობით დასრულდა
– 47:40.

 მესამე მეოთხედში ,,ტექნიკოსებმა” მოახერხეს მობილიზება,
თამაში თავიაანთ სასარგებლოდ შემოატრიალეს, მატჩს დიდი ინტერესი შესძინეს და საბოლოოდ
ადგილობრივი ბათუმის გუნდი  1 ქულის სხვაობით
დაამარცხეს – 80:79. 

   სტუ-ს 
შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 22 ქულა ვასილ ბერუაშვილმა მოაგროვა, ხოლო 21
ქულითა  და 18 მოხნით ორმაგი დუბლი ზვიად ანთაძემ
მიითვალა. 

  სუპერლიგის მეოთხე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა
ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება: 12 საათზე  ,,ოლიმპი” ,,სოხუმს”, 14 საათზე, შსს ,,არმიას” (ცენტრალური
მატჩი), ხოლო 16 საათზე ,,დინამო” სამედიცინოს დაუპირისპირდება.