სუპერლიგის მე-7 ტური დღეს ქუთაისსა და რუსთავში ძალიან
საინტერესოდ დაიწყო. ,,ქუთაისმა” ,,სოხუმს” უმასპინძლა და მეტოქე ერთი ქულის სხვაობით
– 82:81 დაამარცხა.
შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დაძაბული და საინტერესო
აღმოჩნდა. პირველი მეოთხედი ქუთაისმა 4 ქულის
სხვაობით მოიგო, მეორე ტაიმი კი ფრედ – 21:21 დასრულდა და დიდი შესვენებაზე მასპინძლები
კვლავ 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე პერიოდში წინ ისევ ქუთათურები გაიჭრნენ,
სოხუმელებმა მხოლოდ მეოთხე პერიოდი მოიგეს, მაგრამ მასპინძლებს ვეღარ დაეწივნენ და
თამაში ქულით დათმეს. გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო გიგი ბარბაქაძე გახლდათ,
რომელმაც 9 მოხსნაც მიითვლა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, 15 ქულითა და
10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი ბუბა კვიმსაძემ მიითვალა, ხოლო სოხუმელთგან
21 ქულით რიჩარდ დამუსი გამოირჩა. საინტერესო
გამოდგა რუსთავში გამართული ,,ენერჯისა” და დინამოს შეხვედრა, რომელიც სენსაციურად,
დინამოს გამარჯვებით დასრულდა – 73:72. მატჩი
ძალიან დრამატული გამოდგა, რაზეც პირველი ტაიმის ანგარიშიც მეტყველებს – 41:41. შეხვედრის მეორე ტაიმიც საინტერესოდ წარიმართა და
თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა ბოლო პერიოდში ,,დინამომ” იძალა და შეხვედრა 1 ქულით
მოიგო. ,,ენერჯის” მხრიდან საუკეთესო 19 ქულით
ლევან ხმელიძე გახლდათ, ხოლო დინამოელთაგან 14 ქულით ირაკლი ივანეიშვილი გამოირჩა.