ქუთაისმა რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისმა რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

  
  ქუთაისში დასრულდა სუპერლიგის ბოლო 22-ე  ტურის მორიგი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი
,,ქუთაისისა” და ,,სოხუმის” გუნდები დაუპირისპირდნენ.

 მატჩი  მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 87:76 დასრულდა.
 

შეხვედრის პირველი ტაიმი  გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და
დიდი შესვენებისთვის ქუთაისის გუნდი 2 ქულით გავიდა წინ – 43:41. მესამე მეოთხედში
მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და 65:53 დაწინაურდა. გადამწყვეტ მეოთხედში
კი სოხუმელებმა ვეღარ შეძლეს თამაშის შემობრუნება და მარცხი განიცადეს.

 ,,იმერელთა”
შემადგნლობაში – 23 ქულით საუკთესო ზაურ ფაშაევი იყო, 19 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ,
ხოლო რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

 ,,სოხუმის”
მხრიდან ორმაგი დუბლით 23 ქულითა და 13 მოხსნით სერგო ათაუშვილი გამოირჩა, ვახტან ქადარიას
 და ბოსკო სტოიაკოვიჩისა ანგარიშზე კი 15-15
ქულაა.  აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს
15 ქულასთან ერთად 8 პასიც მოუგროვდა და ორმაგ დუბლამდე 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი):დღევანდელი თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა თამაშს
მაინც ჩვნ ვაკონტროლებდით და ვფიქრობ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ტრავმის
გამო გვაკლა ორი მოთამაშე – ბუბა კვიმსაძე და დავით ბარბაქაძე, რომლებიც გუნდს 2-3
დღეში შემოუერთდებიან. რაც შეეხება ზოგადად წლევანდელ ჩემპიონატს, ჩვენი რამდენიმე
თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და ვფიქრობ გვქონდა შანსი ჩემპიონატი უკეთეს ადგილზე
დაგვესრულებინა. ველოდებით ჩვენს მეტოქეს პლეი ოფში და მაქსიმალურად ვემზადებით.

 ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი):
ჩვენთვის თამაშს იმდენად დიდი ინტერესი არ ჰქონია, რამდენადაც იმას რომ რეგულარული
სეზონი 10 მოგებითა და 10 მარცხით დაგვსრულებინა. რა თქმა უნდა მოგება გვინდოდა, მაგრამ
ვფიქრობ ქუთაისს უფრო მეტი მოტივატია ჰქონდა, რათა თავის მოედანზე ჩვენთვის რევანში
აეღო.  მეტოქეს დღეს ყველაფერი გამოუვიდა, რაც
შეგვეხება ჩვენ, დაცვში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც  აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ პლეი ოფში.  
ქუთაისი – სოხუმი 87:76