ქუთაისმა რუსთავს 90:80 სძლია

ქუთაისმა რუსთავს 90:80 სძლია

დღეს სუპერლიგის ერთი მატჩი გაიმართა, რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა მოქმედ ჩემპიონს, თუმცა ამ მომენტისთვის ცხრილის შუაში მყოფ “რუსთავს” უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 90:80 (სტატისტიკა) დაამარცხა. 

ქვემოქართლურმა გუნდმა შეხვედრა გამრჯედ დაიწყო და თავდაპირველად სოლიდურად ლიდერობდა. რუსთაველთა უპირატესობა ქუთაისელებმა დაცვით გააბათილეს და პირველი პერიოდის ბოლოსთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედიდან მასპინძლები კიდევ უფრო შედეგიანად ათამაშდნენ და დიდი შესვენებამდე ლიდერობა 6 ქულამდე გაიმყარეს.

მესამე პერიოდში ქუთაისელთა უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია, რაც ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა. რუსთაველები, ცხადია, შეეცადნენ თამაშის გადარჩენას და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. თამაშის გადასარჩენად საკმარისი დრო კი რჩებოდა, თუმცა აკაკი დვალიშვილისა და გიორგი კორსანტიას შედეგიანობით მასპინძლებმა გამარჯვება გაინაღდეს.

აკაკი დვალიშვილმა, რომელიც რუსთაველია, “ქუთაისის” შემადგენლობაში სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა. მის ანგარიშზე 19 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 17 ქულა გიორგი კორსანტიამ მიითვალა, სტივენ ფლეჯერმა – 16. “რუსთავში” 21 ქულით ლუვეინ პიპკინსი გამოირჩა, 17-17 ქულა იშმაელ ჰოლისმა და კრისტიან კილინგმა მოაგროვეს.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 28 და 29 მარტს გაიმართება.