ქუთაისმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

ქუთაისმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

დასრულდა სუპერლიგის
ნახევარფინალური შეხვედრა თსუ-სა და ,,ქუთაისს” შორის, სადაც 87:75 ქუთაისელებმა იმარჯვეს
და  სერიაში ანგარიში  გაათანაბრეს – 1:1.

სტუდენეტების მხრიდან საუკეთესეო
19 ქულით ილია  ლონდარიძე გახლდათ, ხოლო ორმაგი
დუბლი მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა – 17 ქულა და 12 მოხსნა.  ქუთაისის გუნდს 17-17 ქულით გიგი ბარბაქაძემ და ვიქტორ
კოღუაშვილმა ულიდერეს. თბილისის სპორტის სასახლეში დღეს კიდევ ერთი ნახევარფინალური
მატჩი გაიმართება: 16 საათზე ერთმანეთს ,,არმია” – ,,სოხუმი” დაუპირისპირდებიან.