“ქუთაისმა” შინ “ბათუმთან” წააგო

“ქუთაისმა” შინ “ბათუმთან” წააგო

მთლად სენსაციას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ძალიან მოულოდნელი შედეგი
დაფიქსირდა ქუთაისში, სადაც დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა „ბათუმმა“ 98:87
დაამარცხა მასპინძლები და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

 „ქუთაისი“ მიმდინარე სეზონში ერთ–ერთი გამორჩეული გუნდია.
მალხაზ კოხრეიძის გუნდს 6 მოგება ჰქონდა და 2 მარცხი, თუმცა ბათუმელებთან
მოულოდნელად წააგო.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე
გამოვლინდა. გადამწყვეტი ბურთები ახალგაზრდა არჩილ ჩხატარაშვილმა ჩააგდო, რომელმაც
მატჩის მიწურულს ზედიზედ 3 შედეგიანი გარღვევა განახორციელა და ბათუმელებს
გამარჯვება მოუტანა.

მანამდე კი ზღვისპირელთა გუნდს ლაშა კეშელავა და 17 წლის ირაკლი
მიქელაძე ლიდერობდნენ. ეს ვეტერანი და სრულიად ახალგაზრდა კალათბურთელი ძალიან
კარგად უგებდა ერთმანეთს, მათ ვანო მაისურაძეც ეხმარებოდა და „ბათუმმაც“ საამაყო
გამარჯვება მოიპოვა.

ქუთაისი – ბათუმი 87:98

22:24 22:25 20:21 23:28

ქუთაისი: ცაგარეიშვილი 4, ბაბუნაშვილი 4, დიდია 13, ბ. ბერიშვილი 10, კვიმსაძე: 19, ბოლქვაძე 19, ლომინაშვილი 3, ბარბაქაძე 9, კოღუაშვილი, ქორიძე 6

ბათუმი: მაისურაძე 17, მიქელაძე 18, ნინუა 9, ჩხატარაშვილი 8, კეშელავა 32, ელიაშვილი 8, ელიაძე 6.

მატჩის სრული ოქმი ჩვენს ვებ–გვერდზე ხვალ განთავსდება.