ქუთაისმა შსს აკადემია დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ქუთაისმა შსს აკადემია დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დასრულდა სუპერლიგის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა,
სადაც შსს აკადემიამ ,,ქუთაისს“ უმასპინძლა და უშეღავათო  ბრძოლაში 83:85 მარცხი განიცადა.  

შეხვედრის საწყისი ათწუთეული გუნდების გარდამავალი
უპირატესობით წარიმართა (20:20). დაძაბული გამოდგა  მეორე პერიოდიც, სადაც ,,იმერლებმა“ მინიმალური უპირატესობა
მოიპოვეს და ტაიმის ბოლო წინ 42:41 გავიდნენ.  საინტერესო იყო მესამე მეოთხედი, რომლის დასრულებამდე
 4.05 წუთით დარე ,,ძალოვნები“ 10 ქულის სხვაობით
58:48 დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში ,,ქუთაისის“ მძლავრი და შემტევი თამაშის
წყალობით შსს აკადემიამ მოიპოვებული უპირატესობა შენარჩუნება ვერ მოახერხა. სტუმრებმა
აღნიშნული პერიოდის დასრულებამდე 23 წამით ადრე თავის სასარგებლოდ 64:62 დააფიქსირეს,
ხოლო პერიოდი მიწურულს  – 66:64.

 დრამატული გამოდგა
დასკვნითი მეოთხედი, რომლის საწყისი  წუთების
 ,,ქუთაისის“ სასარგებლოდ წარიმართა. შსს აკადემიამ
მეოთხედის მე-7 წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება – 73:73, თუმცა წინ გასვლა ვეღარ
მოახერხა. დაძაბულობამ პიკს მატჩის დასრულებამდე 1:31 წუთით ადრე მიაღწია, როდესაც
,,ძალოვნებმა“ შეძლეს მობილიზება და კვლავ საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს – 81:81. დარჩებილი
დრო ქულა ქულაში წარიმართა, 1.09  წუთით ადრე
კი ,,ქუთაისის“ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა მე-5 პერსონალი მიიღო და მოედანი ვადაზე
ადრე დატოვა.  შსს -მ იძალა და 24.2 წამით ადე
მეტოქეს კვლავ გაუთანაბრდა – 83:83, რასაც ლევან ცეკვავას საჯარიმოში შესვლა და ზუსტი
 2- ქულიანი მოჰყვა – 85:83. მატჩის ბოლო წამს
შსს  აკადემიის ცენტრი ალენ ტრეპალოვაცი რევაზ
დიდიაზე დაჯარიმდა  და შეხვედრის ძირითადი დროც
ამით ამოიწურა. ტრეპალოვაცს  2 საჯარიმო სროლა
მოუწია, რომელთაგანაც ვერცერთი ვერ გამოიყენა და გამარჯვება ,,ქუთათურებს“ დარჩათ.

 შსს აკადემიის
შემადგენლობაში ტრეისი სმიტი გამოირჩა, რომელიც 26 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლის
ავტორი გახდა, ხოლო ,,ქუთაისს“ 33 ქულით დავით ბარბაქაძემ ულიდერა. 

  მატჩის შემდგომ
გამართულ პრესკონფერენციაზე შსს აკადემიისა და ,,ქუთაისის“ მწვრთნელებისა და მოთამაშების
მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

 დავით 
უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი):  ვიცოდით, რომ საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა,
რადგანაც  მოწინაღმდეგე ძლიერი გუნდია და კარგ
კალათბურთს თამაშობს.  მე ამ გუნდის  მწვრთნელი ვიყავი და  მისი ერთერთი დიდი გულშემატკივარი ვარ. აკადემიას გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და ვფიქრობ, ეს
გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება და პლეიოფებში კიდევ უფრო უკეთესს კალათბურთს აჩვენებს.
რაც შეეხება თამაშს,  ამ მატჩში გამარჯვება
ძალიან საჭირო იყო., რისთვისაც მთელი კვირა ვემზადებოთ.  კმაყოფილი ვარ ბიჭების თავდადების.  ყველა  მოთამაშე  გმირია. 
არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენ  ქულას
ჩააგდებს, ზოგი მეტ ქულას  დააგროვებს, ზოგიც  ნაკლებს, მთავარია გუნდი იყოს გუნდი და ყველამ თავისი
საქმე აკეთოს. მივულოცავ ,,ქუთაისის“ ყველა გულშემატკივარს
ამ  მნიშვნელოვან გამარჯვებას. ამ ცუდ ამინდში
 ბევრი გულშემატკივარი ჩამოვიდა ქუთაისიდან
, რომლებიც მხარში ედგნენ ჩვენს გუნდს.  წინ
რთული თამაში გველოდება ,,სოხუმთან“, რომელიც ძალიან კარგი გუნდია. არაფერს ვამბობ
სამედიცინოსთან მატჩზე, ვინაიდან ამ ეტაპზე  ვფიქრობთ 
მხოლოდ მომდევნო თამაშზე. მთავარია სოხუმთან  მოვიგოთ თამაში და  საერთო ჯამში კარგად დავამთავროთ რეგულარული სეზონი.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ბიჭებისთვის თუ რამდენი ლეგიონერი ითამაშებს მათ წინააღმდეგ. ყოველთვის  ვცდილობთ მოგებას და  კარგი თამაში ჩვებებას. ანალოგიური მოტივაციით ვითამაშებთ
,,სოხუმის“ წინააღმდეგ. დღეს შეცდომები იყო და სულ იქნება, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ
გაცილებით  ნაკლები დავუშვათ.  მთავარია გუნდმა ითამაშა თავდადებით და შედეგიც მივიღეთ.  მოსაგებად ვიყავით  განწყობილნი და ბოლო წუთებშიც  ჩვენ მიგვყავდა თამაში.  დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ შრომისთვის და თავდადებისთვის,
 რასაც ისინი ეწევიან.

 გიორგოს კეცელიდისი
(შსს კადემიის მწვრთნელი): გულშემატკივრებისთვის სანახაობრიობის თვალსაზრისით ნამდვილად
კარგი თამაში იყო. სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. დავით ბარბაქაძეს ანგარიშზე 33 ქულაა.
,ოლიმპთან“ მატჩის დროსაც მივიღეთ ამდენი ქულა. ცუდი სტატისტიკა გვაქვს საჯარიმო სროლებსა
3-ქულიანებში, თუმცა ეს ჩემი სტრატეგიით მიმაჩნიარომ უფრო მნიშვნელოვანი ბევრი კომბინაციების
გაკეთებაა ვიდრე სამქულიანების სროლის მაღალი მაჩვენებელი. ნუ დავაბრალებთ ამ თამაშის
წაგებას ალენ ტრეპალოვაცის მიერ ვერ ჩაგდებულ საჯარიმოებს. ჩვენ მანამდე წავაგეთ ეს
თამაში და ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ მოთამაშეს მოსვლოდა.

 ჯასტინ ტაბსი: ძალიან რთული
თამაში იყო. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად იბრძოლა. გვქონდა შესაძლებლობა მოგვეგო ეს
თამაში თუმცა ამ წაგებას ვერ დავაბრალებთ ბოლო ორ საჯარომო სროლას. ჩვენს ბევრი სხვა
შეცდომა დავუშვით.  მესამე პერიოდში გვქონდა
რეალური შანსი გამარჯვების მოპოვებისა და ბოლომდე ვიბრძოლეთ კიდეც, თუმცა ეს საკმარისი
არ აღმოჩნდა. მივლოცაავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას.

გიგი ბარბაქაძე:  ძალიან დაძაული თამაში იყო  და დიდი მადლობა ქუთაისიდან ჩამოსულ ყველა გულშემატკივარს.
ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იყო. დღეს იმედები გავუმართლეთ ქუთაისელ ქომაგებს და  ვეცდებით, ყოველთვის ასე წარმატებით ჩავატაროთ ყველა
მატჩი.