სტატისტიკა გალერეა
10 დღის წინ დუდუ
დადიანი მემორიალის მომგებმა “სოხუმმა” სუპერლიგა უხეიროდ დაიწყო. პირველი
ტურის მატჩში სოხუმელებმა “ქუთაისთან” უშანსოდ – 57:81 წააგეს.
როგორც ჩანს,
დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებიდან ქუთაისლებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს. დღეს
მაყურებელმა სულ სხვა “ქუთაისი” იხილა, რომლის მოთამაშეებმაც ლეგიონერებით
გაძლიერებული სოხუმი ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხეს.
ვაჟა კვარაცხელიას
გუნდმა პეტერ ივანიჩისა და ჯოშუა ჯექსონის შემდეგ მესამე ლეგიონერი – ჯერომ სიმონსი
დაიმატა, რომელმაც სადებიუტო მატჩში 7 ქულა მოაგროვა. თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი
გამოდგა, რომელიც ქუთაისელებმა 19:16 მოიგეს. მეორე პერიოდიდან ქუთაისელებმა ინიციატივა
მოიპოვეს და გამართული თამაშის წყალობით სოლიდურ ლიდერობას დაეპატრონენ. დიდი შესვენებისთვის
სტუმრები 13 ქულით იგებდნენ და ამაზე ახლოს მეტოქე თამაშის ბოლომდე აღარ გაიკარეს.
ქუთაისლებმა გუნდურად
ითამაშეს. ხუთმა მათგანმა 10-ქულიანი ზღვარს მიაღწია, რომელთა შორისაც 16 ქულითა და
12 მოხსნით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო. 16 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა
გოგა ცეკვავამ, ხოლო ზაურ ფაშაევმა და გიორგი ბარბაქაძემ თავი 12-12 ქულას მოუყარეს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
მედეა
მხეიძე(ქუთაისი): გილოცავთ
სეზონის დაწყებას და გისურვებთ ბევრ სანახაობრივ მატჩს, ყველა გუნდს ვუსურვებ წარმატებას. ნამდვილად კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით, ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს მწვრთნელის მითითებები,
დაცვაში ძლიერი თამაში აჩვენეს და თავდასხმაშიც
იპოვეს თავიანთი თამაში, სამომავლოდ დიდი პოტენციალი არსებობს თითოეულ მოთამაშეში,
თუმცა მომავალში შევეცდებით აქცენტი გუნდურ თამაშზე გავაკეთოთ.
ვაჟა
კვარაცხელია(სოხუმი): ვულოცავ ქუთაისს
ღირსეულ გამარჯვებას, ყველა კომპონენტში გვაჯობეს. მემორიალის მოგების შემდეგ ვერ მოვახერხეთ
მობილიზება, დღეს ვერც ლეგიონრებმა ითამაშეს, სიმონსი ახალი ჩამოსულია და ჯერ გუნდთან
ვერ შეთამაშდა, შვანგირაძე ტრავმირებული თამაშობდა. ბევრი ხარვეზი გვქონდა, ქუთაისმა შესანიშნავად ითამაშა
და დამსახურებულად გაიმარჯვა.
დავით
ბარბაქაძე(ქუთაისი): გილოცავთ სუპერლიგის
დაწყებას. დუდუ დადიანზე ასპარეზობისას ბევრი შეცდომა დავუშვით, ხარვეზები გვქონდა,
გუნდი კარგად შეკრებილი და მომზადებული არ იყო, თუმცა შეცდომები გავაანალიზეთ, განვხილეთ
და დღერ სასურველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მადლობა მთელ გუნდს დღევანდელი თამაშისთვის, დიდი
საბრძოლო ჟინით და მონდომებით გამოვედით და ამან შედეგი გამოიღო. ვთვლი, რომ ღირსეულმა
გაიმარჯვა.
ნიკა
მეტრეველი(სოხუმი): თამაში უყურადღებოდ დავიწყეთ. შეუთამაშებლები ვიკავით,
ახალი მოთამაშე დაგვემატა და ავირიეთ, უფრო მობილიზებულები უნდა ვყოფილიყავით. თუმცა
ეს მარცხი კარგი გაკვეთილი იქნება, შემდეგ ვარჯიშებზე უნდა მოვემზადოთ, რათა იგივე
შეცდომები არ გავიმეოროთ.