ქუთაისმა სოხუმთან სტუმრად იმარჯვა

ქუთაისმა სოხუმთან სტუმრად იმარჯვა

 სუპერლიგის
მეშვიდე ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ,,სოხუმმა”
,,ქუთაისს” უმაპინძლა თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო  და 61:84 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრის პირველმა პერიოდმა
საინტერესოდ ჩაიარა. მეოთხედის დასრულებამდე 2:50 წუთით ადრე 2-ქულიან უპირატესობას
ქუთაისელები ფლობდნენ   – 10:12, თუმცა პერიოდის მიწურულს  სოხუმელები დაწინაურდნენ, რომლებმაც პერიოდი ქულით
15:14 მოიგეს.

 მეორე მეოთხედის  მე-4  წუთზე
ფრე, 22:22 დაფიქსირდა, რასაც სტუმართა 3-ქულიანი მოჰყვა და ქუთაისელთა უპირატესობაც
გაიზარდა. ამის შემდეგ თამაში ქულა -ქულაში წ ავიდა, სადაც მცირე უპირატესობას ქუთათურები
ფლობდნენ (29:24 მატჩის დასრულებამდე 3:36 
წუთით ადრე).

  დარჩენილი დროის განმავლობაში ქუთაისელებმა აქტიური
და შემტევი თამაშის წყალობით  სხვაობა  ჯერ  10
ქულამდე გაზარდეს – 34:24, შემდეგ კი სოლიდური უპირატესობაც მოიპოვეს და პირველი ტაიმი
მოგებით დაასრულეს – 43:29.

მესამე მეოთხედი 
კვლავ  ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო.
გაქტიურდნენ მასპინძლებიც, თუმცა იმერლები იმდენად კარგად თამაშობდნენ დაცვაში, რომ
 მოპოვებული უპიარტესობა ხელიდან არ გაუშვიათ
-50:34.

დაძაბული აღმოჩნდა ბოლო გადამწყვეტი პერიოდი, სადაც
სოხუმელებმა იძალეს, თამაშს  ინტერესი შესძინეს
და სხვაობა 11 ქულამდე  დაიყვანეს – 52:63. 

 პერიოდის  შუაწელში კვლავ აქტიურად ათამაშდნენ ქუთაისელები,
რომლებმაც სხვაობა  ამჯერად 20-ქულით გაზარდეს,
74:54 და ფაქტიურად მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს.

 დარჩენილ დროში
ქუთაისის გუნდმა ,,ზღვისპირელებს” შანსი არ დაუტოვა და სოლიდური სხვაობით, 84:61 იმარჯვა.

მოგებულთა შემადგენლობაში 17-17 ქულა დავით ბარბაქაძისა
და რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზეა, ხოლო სოხუმელებს  23 ქულა ლაშა ფარღალავამ შესძინა. ორმაგი დუბლი
მიითვალა ლევან ფაცაციამ, რომელმაც 16 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა.

 შეგახსენებთ,
რომ თბილისის სპორტის სასახლეში დღეს სუპერლიგის მე-7 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება:
16 საათზე ერთმანეთს სტუ-,,არმია” შეხვედბიან, ხოლო 18 საათზე სამედიცინოსა და თსუ-ს
სტუდენტური დერბი შედგება.