სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “ქუთაისმა” მორიგი მატჩი მოიგო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა “შსს აკადემია-ტიტებს” სძლია – 75:66. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი “ტიტები” 66:65 იგებდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა შეხვედრის დარჩენილ დროში ქუთაისელებმა 10:0 იძალეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.
მატჩის უმეტეს დროს ქუთაისელები იგებდნენ. პირველი და მეორე პერიოდები იმერულმა კლუბმა მოიგო და დიდი შესვენებისთვის 10 ქულით – 41:31 დაწინაურდა. მესამე მეოთხედში ილია ლონდარიძის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ჩამორჩენილმა “ტიტებმა” ათწუთეულის 23:14 მოგებით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, რომელიც ბოლო პერიოდში ლიდერობად აქციეს – 59:57.
სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “ქუთაისი” წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა ბოლო წუთებზე არსებული კრიტიკული მომენტი გადაიტანა. როგორც თავში აღვნიშნეთ, 65:66 ჩამორჩენილმა ქუთაისელებმა დაცვითი თამაშისა და შეტევაში სიზუსტის წყალობით შეხვედრის დასკვნითი მონაკვეთი 10:0 მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს – 75:66.
“ქუთაისში” საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა მოაგროვა დეჟან რაითმა ხოლო 12 – დავით ლომიძემ. “ტიტებში” 22 ქულით აუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, ხოლო კაშიმ რენსომის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
შსს აკადემია-ტიტები – ქუთაისი
სტატისტიკა: 66:75