ქუთაისმა თსუ დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისმა თსუ დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისში დასრულდა სუპერლიგის მე-2 წრის მე-10ტურის
შეხვედრა, სადაც ადგილობრივმა ქუთაისმა თსუ-ს უმასპინძლა. მასპინძლებმა ,,სტუდენტებს”
10 ქულის სხვაობით 73:63 აჯობეს.

შეხვედრა საკმაოდ საინტერსო და დაძბული გამოდგა. პირველი
მეოთხედი ,,იმერელთა” უპირატსეობით დასრულდა, თუმცა მეორე მეოთხედში თსუ-ს გუნდიც
აქტიურად ათამაშდა და დიდ შესვენებაზე 3-ქულანი უპირატსობით 31-28 გავიდა. მესამე მეოთხედი
კვლავაც ,,სტუმართა” სასარგებლოდ 50:46 დასრულდა, თუმცა გადამწყყვეტი მეოთხე პერიოდი
ქუთაისმა  დამაჯერებლად ჩაატარა და მატჩი გამარჯვებით
დაასრულა.

 მასპინძელთა
შემადგენლობაში ორმაგი დუბლით, 31 ქულითა და 16 მოხსნით რიჩარდ მათიაშვილი გამოირჩა,
ხოლო 14-14 ქულა ზაურ ფაშაევმა და გიორგი ბარბაქაძემ მიითვალეს.

 თსუ-ს მხრიდან
კი ორმაგი დუბლი სერჟ ასელაინმა (12 ქულა, 12 მოხსნა) და ვასილ ბერუაშვილმა (11 ქულა,
11 მოხსნა)  შეასრულეს.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

 დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): დაძაბული და საიტერესო შეხვედრა გამოვიდა, თსუ-ს გუნდმა
საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. თავიდან მატჩის კარგად დავიწყეთ, თუმცა  შემდეგ  ცუდად გავაგრძლეთ. კოჭის ტრავმა მიიღო დავით ბარბაქაძემ,
რომელიც სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება სოხუმთან მატჩს,
ეს ერთ-ერთი მორიგი თამაში იქნება, რომელსაც პლეიოფის მოსამზადებლად გამოვიყებეთ.

 გიორგი ჩხეიძე (თსუ): მიუხედავად მარცხისა
დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთელი სამი მეოთხედის განმავლობაში მეტოქეს
დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით და რამდენჯერმე წინაც გავედით. რაც ზონური დაცვის  დიდი  დამსახურება
იყო. ბოლო შეტევებში შესანიშნავად იასპარეზეს რიჩარდ მათიაშვილმა და ზაურ ფაშაევმა.
ვფიქრობ, ქუთაისის გამარჯვებაში მათ უმნიშვლევანესი როლი შეასრულეს. ჩვენი გუნდიდან
კი სერჟ ასელაინის კარგ თამაშს აღვნიშნავდი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს,
რომლებმაც დღეს მაქსიმუმი გააკეთეს და დიდი მონდომებით იასპარეზეს.  ვეცდებით პლეიოფში ჩვენი მეტოქეს დიდი  წინააღმდეგობა გავუწიოთ და მისთვის  ანგარიშგასაწევი გუნდი ვიყოთ. 
ქუთაისი –  თსუ 73:63

ბათუმი – არმია 61:88
სუპერლიგის მე-2 წრის მე-10 ტურის დარჩენილი შეხვედრები ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება:
შსს აკადემია დინამო 14:00
ოლიმპი – სტუ 16:00
სოხუმი – სამედიცინო 18:00