სუპერლიგის
მეშვიდე ტურის მეორე თამაშს ქუთაისმა უმასპინძლა. ,,ქუთაისისა“ და რუსთავის შეხვედრა
თავიდანვე ინტერესს იწვევდა და მატჩი მართლაც
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.
,, ქუთაისმა“ საკუთარ კედლებში ,,ქვემოქართლელთაგან“
მარცხი იწვნია და საბოლოო ანგარიში 60:67 დაფიქსირდა.
თამაში დასაწყისშივე
სპორტული ურთიერთდაპირისპირებით გამოირჩა. მასპინძლები არ თმობდნენ, თუმცა რუსთაველებიც
არ ზოგავდნენ ძალებს იმერეთის დედაქალაქში გამარჯვების მოპოვებისთვის. პირველი პერიოდი
21:19 დავით უსტიაშვილის გუნდმა მოიგო. მეორე მეოთხედში კვლავაც მასპინძლები დაწინაურდნენ
და პირველი ტაიმი 35:31 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა,
რაც ანგარიშზეც აისახა 13-13. გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რუსთაველთა მონდომება
დაფასდა და 23:12 სძლიეს ბოლო პერიოდში მეტოქეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის.
მიხეილ ბერუაშვილის გუნდში ლეგიონერები გამოირჩნენ;
ნეით ბოუი-19 ქულა, 5 მოხსნა, კაელ ნელსონი -12 ქულა, 9 მოხსნა. ,,ქუთათურებს“ 16 ქულით,
5 მოხსნით და 6 პასით ზაურ ფაშაევმა ულიდერა.
მატჩის შემდეგ
მწვრთნელება თამაში შეაფასეს:
დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი):
შეხვედრის ბედი თამაშის ბოლო წუთებზე გადაწყდა. გვაკლდა თეიმურაზ ბაბაუნაშვილი, რომელმაც
კოჭის ტრავმა მიიღო და დღევანდელი მატჩის განაცხადში საერთოდ არ ყოფილა. აგრეთვე ავადმყოფობის
გამო ფორმაში ვერ იმყოფებოდა ბუბა კვიმსაძე. ტრავმირებული მოთამაშეების ფაქტორმა სამწუხაროდ
დიდი გავლენა იქონია მატჩზე. ვულოცავ რუსთავის
გუნდს ამ წარმატებას, რომელმაც გამარჯვებისთვის
ბოლომდე იბრძოლა.
მიხეილ ბერუაშვილი
(რუსთავი): შეხვედრამ ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა. თამაში ქულა-ქულაში
მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე მეოთხედში მაქსიმალურად გავაძლიერედ დაცვა, ვიაქტიურეთ
ფარზეც და გამარჯვება მოვიპოვეთ. ამისთვის დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებიც დღეს ბოლომდე
დაიხარჯნენ. ქუთაისში მოგება ძალიან რთულია. ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია და სასიხარულოა
ჩვენი დღევანდელი წარმატება. ვულოცავ ამ გამარჯვებას ყველა ჩვენს გულშემატკივარს.
ხვალ თბილისის სპორტის სასახლე მეშვიდე ტურის დარჩენილ
მატჩებს უმასპინძლებს.
ბათუმი – თსსუ 82:73