რუსთავი ნახევარფინალში გავიდა, ბათუმი ქუთაისთან დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავი ნახევარფინალში გავიდა, ბათუმი ქუთაისთან დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 შედეგებიგალერეა
   „დინამოს“ შემდეგ მეორე გუნდი, რომელმაც ნახევარფინალის
საგზური მოიპოვა „რუსთავია“. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა
მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო მებრძოლ „ოლიმპს“ და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რუსთაველებმა სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 მოიგეს,
თუმცა აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო და მისი მოგება როგორც
ერთ, ისე მეორე გუნდს შეეძლო. სპორტკოპლექს „არენაში“ გამართულ მატჩში რუსთაველებმა
იმარჯვეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოლიმპელები თამაშის განმავლობაში ხელჩასაჭიდ უპირატესობას
ფლობდნენ.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ გაცილებით გამოცდილმა რუსთაველებმა
იმარჯვეს და სერიის მშრალი ანგარიშით – 3:0 მოგებით ნახევარფინალში გავიდნენ. ნახევარფინალში
რუსთაველების მეტოქე ცნობილია. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი ქვემოქართლელები ნახევარფინალში
„დინამოს“ შეხვდებიან.

მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩი გაიმართა ბათუმშიც,
სადაც სათამაშოდ ქუთაისი ჩავიდა და დრამატულ ორთაბრძოლაში იმარჯვა. შეხვედრის დასრულებამდე
33 წამით ადრე „ქუთაისი“ 5 ქულით ამარცხებდა ზღვისპირულ გუნდ, თუმცა დარჩენილ დროში
თითქმის შეუძლებელი შეძლეს ბათუმელებმა და საბოლოოდ 76:73 იმარჯვეს.
გია კაზანჯიანი,
„ოლიმპის მთავარი მწვრთნელი:
„პლეი ოფში მთავარი გამოცდილებაა და „რუსთავმაც“ ამის
ხარჯზე იმარჯვა. მეოთხედფინალური სერიის სამივე მატჩში გვქონდა მოგების შანსი, თუმცა
გამოუცდელობის გამო საქმე გამარჯვებამდე ვერ მივიყვანეთ. პლეი ოფი დასრულდა, მაგრამ
ბრძოლა გრძელდება. წინ საკმაოდ საპასუხისმგებლო, 5-8 ადგილებისთვის მატჩები გველის“.
მიხეილ ბერუაშვილი,
„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„პირველ რიგში ჩემს გუნდს მივულოცავ გამარჯვებას. ბიჭებმა
ბოლომდე იბრძოლეს, ნახევარფინალში რომ გასულიყვნენ და ეს მოახერხეს კიდეც. სერიის სამივე
მატჩი დაძაბული იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენმა გამოცდილმა მოთამაშეებმა თავისი
სიტყვა თქვეს.  „ოლიმპი“ ახალგაზრდული, კარგად
შეთამაშებული გუნდია და ყველაფერი წინ აქვს“.