რუსთავმა დინამო დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

მესამე ტურის
ცენტრალური შეხვედრა  ,,დინამოსა“  და ,,რუსთავს“  შორის გაიმართა.
თამაში საინტერესო  და დინამიური გამოდგა. 

წინა სეზონთან
შედარებით საგრძნობლად გაძლიერებულმა ,,რუსთავმა“  უპირატესობა შეხვედრის
დასაწყისშივე მოიპოვა და მთელი თამაშის განმავლობაში გარკვეული ქულით უსწრებდა
მეტოქეს. ,,დინამოელებმა“ პირველი ტაიმი 13 ქულით დათმეს. მესამე პერიოდი კვლავაც
რუსთაველთა ლიდერობით წარიმართა 24-13 და საბოლოო ანაგრიშიც ,,ქვემოქართლელებმა“
თავიანთ სასარგებლოდ დააფიქსირეს 78:64.

 
,,რუსთავის” მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლეგიონერებმა. ნეით
ბოუიმ 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, 21 ქულა კი კაელ ნელსონის
ანგარიშზეა.

  დამარცხებული
გუნდიდან ყველაზე მეტი 17 ქულა ლამარ კარიმმა მოაგროვა, მილან ოულიჩმა კი 12 ქულა
და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

   მატჩის
დასასრულს ტრადიციულად პრესკონფერენცია გაიმართა სადაც შემდეგი კომენტარები
გაკეთდა:

 მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): პირველ რიგში ბიჭებს
მივულოცავ ამ გამარჯვებას, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და ყველაფერი გააკეთეს
 მოგებისთვის. ვიცოდით რომ წინ პრინციპული თამაში გველოდა და ამისთვის მთელი
ერთი კვირა ვემზადებოდით. დღევანდელი წარმატება ბიჭების გუნდურობამ და
სულისკვეთებამ განაპირობა,  რისთვისაც კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას.

ირაკლი ხოშტარია (დინამო): ეს იყო კატასტროფული
თამაში ჩვენი გუნდისთვის.  ამ მარცხს საკუთარ თავზე ვიღებ. ორშაბათს
 განვიხილავთ დღევანდელ შეხვედრას, სადაც არ იყო არანაირი აგრესია და დაცვის
თუ თავდასხმის კომპონენტები. ამ წაგებას დღესვე დავივიწყებთ და მომდევნო მატჩში,
რომელიც ,,ქუთაისთან” გველის, ვეცდებით სხვა ტაქტიკით და  სქემით
ვიასპარეზოთ.  

 კაელ ნელსონი (რუსთავი): დღევანდელ მატჩში
ძლიერმა გუნდმა გაიმარჯვა. თამაში თავიდანვე კარგად დავიწყეთ და დინამოს ყველა
მოთამაშე სათანადო კონტროლზე ავიყვანეთ. რუსთავის გუნდმა დღეს მნიშვნელოვანი
მოგება მოიპოვა.

ბექა ჩიკვილაძე (დინამო):  მწვრთნელმა
ყველაფერი გააკეთა, თუმცა მოთამაშეები ვერაფერს გავხდით. ვგეგმავდით ამ თამაშის
მოგებით დასრულებას,  თუმცა მოტივაცია დაგვაკლდა და ეს  მარცხის მთავარი
მიზეზი გახდა. ვეცდებით ქუთაისში გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ.