რუსთავმა მგზავრები ბოლო პერიოდში გატეხა

რუსთავმა მგზავრები ბოლო პერიოდში გატეხა

 სტატისტიკა
 გალერეარუსთავის მორიგი – მერვე გამარჯვება სუპერლიგაში.
რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ბუბა ბერიშვილის მებრძოლ
„მგზავრებს“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია. მატჩი რუსთაველთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა
და საბოლოოდ ქვემოქართლელთა გამარჯვებით – 84:73 დასრულდა.

პირველი პერიოდი რუსთაველებმა 23:15 მოიგეს. მეორეში
ჩამორჩენა 3 ქულით შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ქვემოქართლელთა ლიდერობა 5 ქულამდე
შეიკვეცა. მესამე პერიოდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და სხვაობაში სტატუს-კვო შენარჩუნდა.
ბოლო პერიოდში კი ყველაფერი რუსთაველთა სასარგებლოდ გადაწყდა.

გამარჯვებულებში 18 ქულით ბომბარდირი ქეისი კასპერბაუერი
გახდა. ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა ტომი სპანოლომ, გიგი გოგობერიშვილმა
კი თავი 17 ქულით გამოიჩინა. „მგზავრებში“ 16 ქულით საუკეთესო იყო ბრენდონ პიტერსი.
13-13 ქულა მიითვალეს რეჯინალდ მერფიმ და დერნელ ტეილორმა. 
მატჩისშემდგომი კომენტარი

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):

„საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ
უმეტესად ვლიდერობდით, ჩვენი შეცდომების გამო ისე მოხდა, რომ წინ გაჭრილები, მეტოქეს
ჩამორჩენის გაბათილების საშუალებას ვაძლევდით. მობილიზება გვაკლდა, თუმცა გადამწყვეტ
მომენტში ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვებას მივაღწიეთ.“

 ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
„პირველ რიგში მივულოცავ რუსთავს დამსახურებულ გამარჯვებას. ბევრი რამე მოედანზე ვერ შევასრულეთ და არ გამოგვივიდა. შეცდომები გვქონდა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ვეცდებით, რომ მომავალში გამოვასწოროთ.“