დღევანდელი საკალათბურთო დღის მესამე მატჩი სტუ-რუსთავს
შორის გაიმართა.
სუპერლიგის ახალ სეზონში საგრძნობლად
გაძიერებულმა
რუსთავმა საკმაოდ დიდი სხვაობით 94:62 დაამარცხა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი. ,,ქვემოქართლელებმა“
თამაშის დაწყებისთანავე უპირატესობა მოიპოვეს და პირველი ტაიმი 41:25 მოიგეს. მესამე მეოთხედში სტუმრებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და წინ 67:37 გავიდნენ. ბოლო მეოთხედში სტუდენტები უშედეგოდ ეცადნენ
სხვაობის აღმოფხვრას – რუსთაველებმა საბოლოოდ 94:62 იმარჯვეს.
,,რუსთავის” რიგებში თავი ლეგიონერებმა გამოიჩინეს. ნეიტ ბოუიმ ყველაზე მეტი 21 ქულა დააგროვა, კაელ
ნელსონმა კი 17 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,სტუდენტების” მხრიდან ყველაზე მეტი 11 ქულა კი ლუკა მინაშვილმა მიითვალა.
მიხეილ ბერუაშვილი
(რუსთავი): ვულოცავ პირველ რიგში ახალი სეზონის დაწყებას კალათბურთის ყველა გულშემატკივარს, რაც შეეხება
თამაშს, მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრი შეცდომა დავუშვით და ვეცდებით მომდევნო მატჩებში
გამოვასწოროთ. რუსთავის უპირველესი მიზანი წლევანდელ სეზონში პლეიოფში თამაში იქნება,
რაც სამწუხაროდ შარშან ვერ მოვახერხეთ. ვუსურვებ წარმატებას როგორც რუსთავის გუნდს,
ასევე – სტუ-ს.
გია ტეტელაშვილი
(სტუ): ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით კი მატჩის მეორე ნახევარში. რამდენიმე მოთამაშემ ავადმყოფობის
გამო ვერ იასპარეზა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია გუნდზე. ბიჭები რატომღაც ძალიან
ინერვიულეს და ამანაც უარყოფითი გავლენა იქონია თამაშზე.
ნეით ბოუი:
მთელი თამაშის მანძილზე ვცდილობით შეცდომების გამოსწორებას, რაც საბოლოოდ გამოგვივიდა
კიდევ და თამაში მოგებით დავასრულეთ. მიმაჩნია, რომ რუსთავი ძალიან წარმატებული გუნდია,
რომელიც სწრაფი თამაშით გამოირჩევა.
ზურაბ მაჩალაძე:
ვულოცავ რუსთავის გუნდს ამ გამარჯვებას, რაც შეეხება სტუ-ს, ჩვენ ახლად დაკომპლექტებული
გუნდი ვართ და ბიჭები ჯერ კიდევ შეუთამაშებლები ვართ. სწორედ ეს იყო ჩვენი დღევანდელი
მარცხის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლებთ და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.