სუპერლიგის მე-5 ტურში თსუ-სა და არმიას გუნდებს შორის
მომხადარი ინციდენტის შესახებ დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო
კომიტეტმა იმსჯელა.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით თსუ-ს მოთამაშე ბექა ჩიკვილაძე დისკავალიფიცირებულია
4 თამაშით და განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 200 დოლარის ექვივალენტი ლარებში, ხოლო ,,არმიის“
მოთამაშე ჯერემი რიჩრადსონი დისკვალიფიცირებულია
2 თამაშით და განსაზღვრა ფულადი ჯარიმა 200 დოლარის ექვივალენტი ლარებში.
შეგახსენებთ,
რომ თსუ-სა და ,,არმიას” მატჩის მეორე პერიოდის დასრულებამდე 3,5 წამით ადრე ,,არმიის“
მოთამაშემ ჯერემი რიჩარდსონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თსუ-ს მოთამაშეს ვახტანგ
ჩქარეულს, რომელსაც თავისი თანაგუნდელი ბექა ჩიკვილაძე გამოესარჩლა. აღნიშნული ინციდენტის
გამო ჩიკვილაძე და რიჩარდსონი დისკვალიფიცირებულნი
იქნენ მატჩიდან.