2011 წლის 7 მაისს ქ.თბილისის სპორტის სასახლეში შსს-სა
და სოხუმის გუნდებს შორის მიმდინარე ჩემპიონატის პლეიოფის მატჩის დროს მხდარი ინციდენტის
გამო კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ
შსს-ს მოთამაშე ბესიკ ლეჟავას მისცა დისკვალიფიკაცია 2013 წლის 1 იანვრამდე.
გთავაზობთ ოფიციალურ ოქმს, რომელიც ზემოთ აღნიშნული
ინციდენტის გამო შეადგინა კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის
სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის სხდომის
ოქმი N14
ქ.თბილისი
8 მაისი
2011 წ.
სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის წევრები: გ. მიქაძე, ა.კაზანჯიანი, გ.ბიჭიაშვილი,
ვ.ლომაძე, ა. მეგრელაძე.
მოწვეულთაგან: ბესიკ ლიპარტელიანი, მ.რატიშვილი, რ.ხომერიკი, გ.ზაბახიძე
დღის
წესრიგი
2011 წლის 7 მაისს ქ.თბილისის სპორტის სასახლეში შსს-სა
და სოხუმის გუნდებს შორის მიმდინარე ჩემპიონატის პლეიოფის მატჩის დროს მხდარი ინციდენტის
შესახებ.
მოისმინეს და განიხილეს: თამაშის
კომისრის მ. რატიშვილის მოხსენებით ბარათი, თამაშის ვიდეოჩანაწერი, სხდომის თითოეული
წევრის ინფორმაცია და საკუთარი აზრი მომხდარი ფაქტის შესახებ.
იმსჯელეს: განსჯის
შედეგად გამოიკვეთა ერთსულოვანი აზრი იმის შესახებ, რომ მსაჯების მხრივ თამაშის მსვლელობისას არ იქნა დაშვებული
სერიოზული შეცდომა და მითუმეტეს მიკერძოება, რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მატჩის
მსვლელობასა და შედეგზე. მოთამაშე ბ. ლეჟავას მხრივ მსაჯის, მითუმეტეს ქალის, ფიზიკური
შეურაცხყოფა სპორტის სასახლისა და ათასობით ტელემაყურებელთა თვალწინ იყო ყოვლად დაუშვებელი
და უპრეცედენტო საქციელი, რაც იმსაურებს ადეკვატურ
მკაცრ სასჯელს. ზემოაღნიშნული აზრთა ურთიერთგაზიარების შემდეგ სხდომა დატოვა მისმა
მონაწილეებმა, გარდა სადისციპლინო კომისიის წევრებისა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან
მიიღონ საშუალო გადაწყვეტილება და განსაზღვრონ სასჯელის ზომა. კომისიის სხდომამ აუცილებლად
ჩათვალა ეხელმძღვანელა დებულების 22.9 მუხლით, რომელიც უფლებას ანიჭებს მას გამსაკუთრებულ
შემთხვევებში თვითონვე განსაზღვროს სასჯელის ზომა.
დაადგინეს: შსს-ს კალათბურთელთა გუნდის მოთამაშეს ბესიკ ლეჟავას
მიეცა დისკვალიფიკაცია 2013 წლის 1 იანვრამდე.
სკფ-ს
სადისციპლინო კომისიის
თავჯდომარე
გ.მიქაძე