სამედიცინომ ბათუმს სძლია

სამედიცინომ ბათუმს სძლია

 გუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის
ბოლო, 22-ე ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. დღის პირველ შეხვედრაში
სამედიცინო  ,,ბათუმს” დაუპირისპირდა და დაძაბულ
ბრძოლაში მეტოქე 80:72 დაამარცხა.
მატჩი საინტერესო გამოდგა და მისი ბედი მეოთხე მეოთხედის
ბოლოს გადაწყდა. დაძაბულ ბრძოლაში ,,მედიკოსებმა” იმარჯვეს. თსსუ-ს შემადგენლობაში
საუკეთესო ორმაგი დუბლით, 15 ქულითა და 10 მოხსნით აკაკი დვალიშვილი გახლდათ, ხოლო
,,ზღვისპირელთა” მხრიდან 20 ქულით დუდა სანაძე გამოირჩა. ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი
ყველაშვილმა – 19 ქულა, 15მოხსნა. შეგახსენებთ, რომ ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს
,,არმია” – ,,ენერჯი ინვესტი” დაუპირისპირდებიან.