დასრულდა სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურის დასკვნითი
მატჩი, სადაც საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა ,,რუსთავს“ უმაპინძლა და მეტოქე 74:66 დაამარცხა.
თავდაპირველად
შეხვედრა ,,მედიკოსთა“ უპირატესობით წარიმართა, რომლებიც საწყისს ათწუთეულში წინ
21:13 გავიდნენ, ხოლო მეორე ტაიმში ,,ქვემოქართლელები“ გააქტიურდნენ და მეორე ტაიმის
მიწურულს ფრე – 33:33 დააფიქსირეს. მესამე მეოთხედში თსსუ გააქტიურდა, მეტოქეს წინ გასვლის საშუალება
არ მისცა და პერიოდის დასასრულს 11 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 58:47. დასკვნით პერიოდში ,,სტუდენტებმა“ შანსი აღარ დაუტოვეს
და მატჩი მოგებით დაასრულეს.
გამარჯვებულებს
31 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა, ხოლო 24 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.
,,რუსთავის’“ შემდაგენლობაში გამოირჩა ლევან ხმელიძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომ
პრესკონფერენციაზე თსსუ-სა და რუსთავის გუნდების
მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენატრები გააკეთეს.
კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი):
პირველ რიგში მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას, ბიჭებმა მეტ-ნაკლებად შეასრულეს ის
დავალებები რაც ჰქონდათ მიცემული და მივაღწიეთ სანუკვარ გამარჯვებას. ხარვეზები,რა
თქმა უნდა იყო, ისევე როგორც ყველა თამაშში, მაგრამ დღეს ჩვენ ,,რუსთავზე“ ნაკლები
შეცდომა დავუშვით და ამანაც განაპირობა ჩვენი მოგება. ვფიქრობ, მომავალ წელს ,,რუსთავი“
კარგი გუნდი იქნება, მას ჩინებული რეზერვი ჰყავს, საკუთარ სკოლაში აღზრდილი ბიჭები,
რომლებიც ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან შეთამაშებულნი და ასეთ გუნდთან თამაში საერთოდ
ყოველთვის რთულია. წარმატებებს ვუსურვებ წელსაც და მომავალ წელსაც. ჩვენს გუნდში სუსტად
ითამაშეს ლეგიონერებმა, ნემანიას ილიჩის შემთხვევაში ვფიქრობ ეს გადაღლილობის ბრალია,
ხოლო ფილიპ სამოილოვიჩს რაც შეეხება, ალბათ ნაკლები თამაშით არის განპირობებული. ვინც
როგორ იმსახურებს ისე თამაშობს ჩვენს გუნდში და საერთოდ ეს ნებისმიერ გუნდში ასეა. ვარჯიში გვაქვს კვირიდან
კვირამდე და ვინც თავს გამოიჩანს ის ითამაშებს
უფრო მეტ დროს თამაშზე.
მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავის მწვრთნელი): პირველ
რიგში მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას, რაც შეეხება ჩვენს გუნდს გვქონდა
ბევრი შეცდომა როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში და ვეცდებით გამოვასწოროთ ეს შეცდომები.
ჩვენი მიზანი მიმდინარე ჩემპიონატში არის ის, რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალურად გამოიჩინონ
თავი და მომავალი თაობა გაიზარდოს. ეს ჩვენი პირველი ამოცანაა. ვერანაირ შედეგს ვერ
მივაღწევთ, ვიბრძვით მაგრამ რაღაც გვაკლია, რაც ალბათ გამოუცდელობა. ამ თამაშებში ახალგაზრდა
მოთამაშეები გაიზრდებიან და მომავალში უკეთეს შედეგს აჩვენებენ.
მიხეილ ჭოჭუა: მივულოცავ ჩემს მწვრთნელოსა
და თანაგუნდელებს ამ გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ ,,რუსთავს“ მხოლოდ ერთი მოგება
აქვს, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და გაგვიჭირდა კიდეც მათთან თამაში, მაგრამ როგორც
მწვრთნელმა აღნიშნა, მათ ჩვენზე ბევრად მეტი შეცდომა დაუშვეს და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ.
სუპერლიგა მე-5 ტური
ქუთაისი – ოლიმპი 90:84 (მატჩის მიმოხილვა)
სოხუმი – ბათუმი 91:52 (მატჩის მიმოხილვა)
შსს აკადემია – დინამო 87:74
(მატჩის მიმოხილვა)
თსუ – არმია 56:118
(მატჩის მიმოხილვა)