23 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში „კალათბურთის სამოყვარულო ლიგის”
პრეზენტაცია გაიმართა.
„კალათბურთის სამოყვარულო ლიგის” დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერიდან სამოყვარულო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც მონაწილეობა 17 და უფროსი ასაკის მოყვარული მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდებს შეეძლებათ. ტურნირი თბილისის „დინამოს” საკალათბურთო ბაზაზე ჩატარდება.მონაწილე გუნდების რეგისტრაცია 25 სექტემბრიდან დაიწყება და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება „კალათბურთის სამოყვარულო ლიგის” ვებ-საიტზე -www.gabl.ge. სამოყვარულო ლიგის პარტნიორი და მხარდამჭერები არიან – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტო, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, რომელიც ლიგას მსაჯებით და მდივნებით უზრუნველყოფს.
სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ სამოყვარულო ლიგის დამფუძნებლები – გიორგი ალავიძე, ერეკლე ამაშუკელი, ლაშა ბერუაშვილი და მიხეილ ამაშუკელი. ჟურნალისტებთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილები -აკაკი ლოდია და თამაზ თევზაძე, ლიგის საპატიო პრეზიდენტი – ეროვნული ნაკრებისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის „მილუოკი ბაქსის” ცენტრი – ზაზა ფაჩულია და საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი – გიორგი ზაბახიძე დაესწრნენ.
სამოყვარულო ლიგის ოფიციალური პარტნიორია მარკეტინგული პორტალი Marketer.ge, ჩემპიონატის მედია მხარდამჭერია ტელეკომპანია „რუსთავი 2″.
ლიგის სლოგანია – კალათბურთი ყველასათვის.
http://www.youtube.com/watch?v=kO3IgDoEqFQ