საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა
ლატვიაში ამხანაგური მატჩები წარმატებით დაასრულა და 21 ნოემბერს ოფიციალურ
ტურნირში ჩაებმება. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილ ქართველებს
ესტონეთის ქალაქ ტარტუში 5 ოფიციალური მატჩი ელით, რომლებსაც ახალგაზრდული ლიგის
ეგიდით გამართავენ.
ბოლო საკონტროლო მატჩი ქართველებმა
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართეს. ჩვენი მეტოქე იყო იმ კლუბის თანატოლთა გუნდი,
რომლის ერთი წლით უმცროსებიც საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ 34 ქულით დაამარცხა.
ქართველებს არც თანატოლების დამარცხება
გაუჭირდათ და „რიზენსის“ 2001-წლიანებს 10 ქულის სხვაობით – 74:64 სძლიეს.
“რიზენსს” ევროპის ლიგაშ თამაშის გამოცდილება საკმარისად აქვს. რიგის ამ
გუნდმა წინა, მოსკოვის ტური 3 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. საქართველოს
14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მესამე საკონტროლო მატჩის მოგების შემდეგ მალევე
გეზი ესტონეთისკენ აიღო.
ქართველები ქალაქ ტარტუს ამავე
სახელწოდების სასტუმროში დაბინავდნენ და 21 ნოემბერს 2 მატჩს გამართავენ.
ქორქია-მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ესტონურ
„აუდიენტესს“ შეხვდება, ხოლო 18:00 საათზე ფინურ „ჰელსინკის“
დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
21 ნოემბერი
აუდიენტესი, ესტონეთი – „საქართველო
2001“ 12:00
„საქართველო 2001“ – ჰელსინკი,
ფინეთი 18:00
22 ნოემბერი
ტარტუ, ესტონეთი – „საქართველო
2001“ 13:30
„საქართველო 2001“ – „მუკი“,
ფინეთი 18:00
23 ნოემბერი
პერკუნასი, ლიტვა – „საქართველო“ 10:30