საქართველოს თასი 2012 იწყება

საქართველოს თასი 2012 იწყება

ხვალ, 23 იანვარს  სტარტს საქართველოს თასი აიღებს, სადაც სუპერლიგაში
მონაწილე 11-ვე გუნდი იასპარეზებს.

პირველი წრის სატურნირო მდგომარეობის  მიხედვით პირველი 7 გუნდი (არმია, ქუთაისი, ოლიმპი,
სოხუმი, შსს, სტუ,დინამო) პირდაპირ მეოთხედფინალში იქნება დაშვებული, ხოლო 8-11 (თსუ,თსსუ,ბათუმი,რუსთავი)
ადგილზე გასული გუნდები მეოთხედფინალის საგზურს გაითამაშებენ.

საქართველოს თასის
მატჩებს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება, ხოლო ნახევარფინალებს და ფინალს
თბილისის სპორტის სასახლე უმაპინძლებს. საქართველო თასის ფინალი 30 იანვარს ჩატარდება.