საქართველოს თასი “არმიისაა”

საქართველოს თასი “არმიისაა”

სპორტის სასახლე კიდევ ერთხელ გაივსო და
ისევ შსს – „არმიას’ დაპირისპირებისას. ამჯერად ეს გუნდები საქართველოს თასის
გათამაშების ფინალში შეხვდნენ ლევან მოსეშვილის გაწვრთნილმა თავდაცვის სამინისტროს
გუნდმა პირველი ტიტული მოიგი – თასი „არმიისაა“!

ფინალური დაპირისპირებას დიდი ინტერესი
ახლდა. სპორტის სასახლე კვლავ გაივსო და გულშემატკივარი დიდი ოვაციებით
ქომაგობდნენ საკუთარ გუნდებს. ერთი ეგაა, რომ თამაშის მსვლელობა არ გამოდგა ისეთი,
რომ ტრიბუნებზე გამეფებულ ემოციებს მოედანზეც ეპოვა ასახვა. ამის მიზეზი არმიელთა ის
უპირატესობა გახლდათ, რომელიც ლევან მოსეშვილის გუნდს მუდმივად უნარჩუნებდა
სოლიდურ ლიდერობას.

არმიელებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს
სოლიდური უპირატესობა და ათწუთეული 18:6 მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ არმიელებს
მთავარი ცენტრი დავით უგრეხელიძე ტრავმირებული ჰყავთ, მათ ფარქვეშ პრობლემები
ნაკლებად ექმნებოდათ. არმიელებს ძალიან გამოადგათ ახალწვეული გიორგი შარაბიძე,
რომელიც გუნდს კარგად შეეწყო და მწვრთნელს მოედანზე მეორე ტანმაღალი მოთამაშე
სერგო ათუაშვილი არც კი შემოიყვანია.

შსს–ს მოთამაშეებს უჭირდათ არმიელთა
მწყობრი დაცვის გარღვევა, თუმცა ბესიკ ლეჟავა ამას ასე თუ ისე ახერხებდა და პირველი
ტაიმის ბოლოს ანგარიშში სხვაობა 9 ქულამდე შემცირდა – 33:24 „არმიის“ სასარგებლოდ.
შესვენების შემდეგ თამაში რომ განახლდა, შსს–მ კიდევ ჩააგდო 2 ორქულიანი და
სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა და გაჩნდა იმედი, რომ თამაში დაიძაბებოდა, თუმცა
არა.არმიელებმა ისეთი ცეცხლი დაამთეს მოდანზე და ისე სიზუსტით ათამაშდნენ, რომ
ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს. ბუბა ბერიშვილმა, ანატოლი ბოისამ, შარაბიძემ ბურთები
მიყოლებით ჩააგდეს და სხვაობამ მესამე მეოთხედის ბოლოს 20 ქულას გადააჭარბა –
55:34.

ბოლო მეოთხედში არმიელებმა რამდენიმე ბურთი
კიდევ ჩააგდეს და შეხვედრამ აზრი დაკარგა, „არმიამ“, რომელიც გასულ ზაფხულში
შეიქმნა, პირველი სერიოზული ტიტული – საქართველოს თასი მოიპოვა. აღვნიშნავთ, რომ
თავდაცვის სამინისტროს გუნდი ამ სეზონში გამართულ დუდუ დადიანისა და
ქორქია–საკანდელიძის მემორიალებზე არ მონაწილეობდა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ არმიელი ბუბა
ბერიშვილი დაასახელეს, რომელსაც სამახსოვრო პრიზი ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ
ლიპარტელიანმა გადასცა. კლუბ „სოხუმის“ მიერ დაწერესული იყო ფინალის
ბომბარდირისთვის თასი, რომელიც არმიელ გიორგი შარაბიძეს გადაეცა.

საქართველოს
თასის გათამაშება.
ფინალი.
თბილისის სპორტის სასახლე

შსს 51:71 არმია

6:18
18:15 10:22 17:16

 

შსს: ლაფანაშვილი (9), ლეჟავა (15), ნიკოლაძე (6),
კოტონი (8), მარკოიშვილი, ტუჯანი (2ქ, 8მ), ბარბაქაძე (5), შერმადინი, წივწივაძე
(4ქ, 4პ), ტომარაძე (2)

არმია: ბაბიაშვილი (9),
ბოისა (11ქ, 7მ), ბ. ბერიშვილი (15ქ, 7მ) ტუღუში (8ქ, 5პ), პირველაშვილი (2), მოსეშვილი (5), საყვარელიძე (2),
შარაბიძე
(17ქ,
16მ)

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი