დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
სტარტი აიღო 2012 წლის საქართველოს თასის გათამაშებამ, სადაც სუპერლიგაში მონაწილე
11-ვე გუნდი იღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ პირველი წრის სატურნირო მდგომარეობის მიხედვით პირველი 7 გუნდი (არმია, ქუთაისი, ოლიმპი,
სოხუმი, შსს, სტუ,დინამო) პირდაპირ მეოთხედფინალშია დაშვებული, ხოლო 8-11 (თსუ,თსსუ,ბათუმი,რუსთავი)
ადგილზე გასული გუნდები მეოთხედფინალის საგზურს გაითამაშებენ.12 საათზე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა
თსსუ-სა და ,,ბათუმი-რსუ-ს“ შორის, სადაც ,,მედიკოსებმა:
88:72 იმარჯვეს. მატჩის პირველი ნახევარი გუნდების
გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ათწუთეულის შუწელში სამედიცინო გააქტიურდა
და 10-ქულიან უპირატესობას უწია – 48:38. საბოლოოდ პირველ ტაიმში ,,მედიკოსებმა“
48:40 იმარჯვეს. შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ თსსუ-ს სასარგებლოდ წარიმართა, რომელთაც
,,ზღვისპირელებთან“ საბოლოოდ დამაჯერებლად იმარჯვეს. ,, ბათუმის“ შემადგენლობაში
21-21 ქულა ლაშა კეშელავამ და ირაკლი მიქელაძემ
მიითვალეს, ამ უკანასკნელმა კი 9 მოხსნაც მიითვალა
და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს 25 ქულით ნემანია
ილიჩმა ულიდერა, 13 ქულითა და 16 მოხსნით კი ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინოს გუნდი მეოთხედფინალის
საგზურისთვის თსუ – რუსთავს შორის გამარჯვებულს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ხვალ
16 საათზე დაუპირისპირდება.