29 მარტს,
14:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების ფინალი გაიმართება.
ერთმანეთს შეხვდებიან გუნდები, რომლებსაც აქამდე არასდროს არ მოუგიათ აღნიშნული ტიტული.
ფინალში, სეზონის ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტულისთვის „სოხუმი“ და „ქუთაისი-2010“ დაუპირისპირდებიან.
„ქუთაისი“ გასულ
წელს პირველად გავიდა თასის ფინალში, თუმცა „არმიასთან“ დამარცხდა, „სოხუმი“ კი სატიტულო
მატჩშიც არასდროს ყოფილა. 2014 წლის თასის გათამაშებაში ამ გუნდებმა ფინალამდე რთული
გზა გამოიარეს.
მეოთხედფინალურ
სერიაში „სოხუმმა“ ორი მატჩის ჯამში (109:86, 73:80) „ბათუმი“ დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში
გათამაშებიდან თბილისის „დინამო“ (70:64, 71:73) გამოთიშა. ქუთაისელებმა თასის გათამაშების
პირველ საპლეიოფო სერიაში „შსს-აკადემიას“ აჯობეს (76:79, 102:91), ნახევარფინალში
კი „არმია“ 2 მატჩის ჯამში (70:64, 78:74) დაამარცხეს.
თასის გათამაშება
2003 წლიდან იმართება. წლევანდელი გათამაშება რიგით მე-12-ა. ყველაზე მეტჯერ, 2-2-ჯერ,
საქართველოს თასი „თბილავიამშენს“ და „არმიას“ მოუგია. დღეს თასს ახალი მფლობელი ეყოლება:
„სოხუმი“ ან „ქუთაისი“.
საქართველოს თასის გათამაშების ყველა
გამარჯვებული
წელი
გამარჯვებული
ფინალი
2003
ბასკო
ბასკო – აზოტი
85:77
2004
დინამო
დინამო – სტუ ჯეოსელი
75:72
2005
სტუ-ჯეოსელი
სტუ ჯეოსელი – თბილავიამშენი
90:84
2006
თსუ-ნიკორა
თსუ ნიკორა – თბილავიამშენი
81:79
2007
თბილავიამშენი
თბილავიამშენი – აზოტი
83:79
2008
თბილავიამშენი
თბილავიამშენი – თსუ
110:90
2009
ენერჯი-ინვესტი
თბილავიამშენი – ენერჯი ინვესტი
71:80
2010
სსაუ (აგრარული)
თსუ – სსაუ
76:91
2011
არმია
შსს – არმია
51:71
2012
არმია
არმია – ქუთაისი
86:80
2013
შსს-აკადემია
შსს აკადემია – ოლიმპი
79:69
2014
სოხუმი – ქუთაისი