საშეჯიბრო დეპარტამენტი ასაკობრივი ლიგების გუნდებს შეხვდა

საშეჯიბრო დეპარტამენტი ასაკობრივი ლიგების გუნდებს შეხვდა

 საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტი დღეს  ასაკობრივი ლიგების გუნდების წარმომადგენლებსა და მწვრთნელებს შეხვდა. სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში დღეს იმ  გუნდების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი, რომლებიც 2014-2015 წლების სეზონის ასაკობრივ ლიგებში იასპარეზებენ.
საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ და ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებმა  მომავალი სეზონის დებულებებთან დაკავშირებით სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელეს.
ასაკობრივ ლიგებში  საკალათბურთო სეზონი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან  გაიხსნება.
 დღევანდელ შეხვედრას თბილისის გუნდების გარდა, რეგიონის თითქმის  ყველა წარმომადგენელიც დაესწრო.